MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ბენიტესი: "გუნდმა კარგი მატჩი ჩაატარა"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ამხანაგურები თარიღი: 24-07-2015, 20:44
ბენიტესი: "გუნდმა კარგი მატჩი ჩაატარა"

რაფაელ ბენიტესი "მანჩესტერ სიტისთან" (1:4) მატჩის შემდეგ...

დამაჯერებელ გამარჯვებაზე

"გუნდმა კარგად იასპარეზა როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში, მაგრამ კვლავ მსურს შეგახსენოთ, რომ ეს მოსამზადებელი ეტაპია, რომლის დროსაც სეზონისთვის ვემზადებით. მუდამ სასიამოვნო სანახავია, როცა გუნდი დალაგებულად თამაშობს და ხარისხს ინარჩუნებს".

მეტოქეზე

"მათთვის ეს პირველი მატჩი არ ყოფილა, მაგრამ "სიტისაც" მოსამზადებელი ეტაპი აქვს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს მცირე დეტალებია, რომლებზეც ვარჯიშების დროს ვმუშაობდით. ეს თამაშის დროს შესამჩნევი იყო. გუნდში წესრიგია, მაგრამ წარმატების გასაღები ისაა, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელები გვყავს და თუ გუნდი დაცვაში კარგად თამაშობს, შეგვიძლია თავდასხმის ხაზით ვისარგებლოთ".

კრიშტიანუსა და ბეილზე

"ჩემი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მათ თავისუფლება მივცე და ერთმანეთში გადაწყვიტონ, რა არის მათთვის მოსახერხებელი. დაცვაში კარგად ვიასპარეზეთ, მიუხედავად იმისა, რომ გაშვებული გოლი არ მომეწონა, რადგან უკეთესად თამაში შეგვეძლო. მეორე ტაიმში მთლიანობაში ყველაფერი ნორმალურად იყო. ფაქტიურად არანაირი საფრთხე".

კეილორ ნავასზე

"გვსურდა მისთვის სათამაშო დრო მიგვეცა და თავი კომფორტულად ეგრძნო. ის თავის მოვალეობებს ჩინებულად გაუმკლავდა. ვნახოთ, რა იქნება კასილიას შემთხვევაში. ის ესპანეთიდან ფაქტიურად მოუმზადებელი ჩამოვიდა. კიკოს თაობაზე გადაწყვეტილებას ჩინეთში მივიღებთ. არსად გვეჩქარება".

მოდრიჩის დისკომფორტზე

"დაღლილობაზე ფაქტიურად ყველა ფეხბურთელი წუწუნებს, მაგრამ მატჩის დროს ცვლილებები მათ ძალების აღდგენაში ეხმარება".

აზიურ ტურნეზე

"ჩვეულებრივ ასეთი ფრენები არცთუ ისე სასიამოვნოა. ამიტომ, ავსტრალიაში შესანიშნავად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სადაც კარგი პირობები შეგვიქმნეს. ჩინეთში გაგვიჭირდება, რადგან ყოველ სამ დღეში ტენიან და ცხელ კლიმატში ადგილმდებარეობის შეცვლა მოგვიწევს. ავსტრალიაში დასახული მიზნების შესრულება მნიშვნელოვანი იყო".

სერხიო რამოსზე

"როცა გუნდში მოვედი, სერხიოსა და იკერს გავესაუბრე. თითოეული მათგანის მდგომარეობა ვიცოდი, მათ კი ჩემი მოსაზრება იცოდნენ. რამოსმა იცის, რომ მისი დარჩენა მსურს. დარწმუნებული ვარ, ის დარჩება".

დე ხეაზე

"არაფერი ვიცი. ის ჩვენთან ერთად არ არის, ხოლო მე ყოველდღიურად ვან გაალთან საუბარი ჩვევად არ მაქვს. ყოველი მატჩისთვის მეკარეები მყავს. ამიტომ, ყველაფრით კმაყოფილი ვარ".

კრიშტიანუზე

"ნებისმიერი, ვისაც ფეხბურთი უთამაშია, კარგად აცნობიერებს, თუ რა ხდება ვარჯიშებზე. რონალდუ ის ფეხბურთელია, რომელსაც გამარჯვებები სურს. ის ყველა გატანილ გოლში მონაწილეობს".

ლუკა მოდრიჩი: "დარწმუნებული ვარ, რამოსს "რეალში" დარჩენა სურს"

"მანჩესტერ სიტისთან" გასამართი ამხანაგური მატჩს წინ, ლუკა მოდრიჩმა პრესკონფერენცია გამართა......

რაფა ბენიტესი: "კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია"

რაფაელ ბენიტესი "მანჩესტერ სიტისთან" გასამართი მატჩის წინ......

ბენიტესი: "თუ რამოსი დარჩება, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები"

რაფაელ ბენიტესის პირველი მატჩისწინა პრესკონფერენცია "რეალის" მწვრთნელის რანგში......

ანჩელოტი: "გუნდმა შესაბამისი განწყობით ითამაშა"

კარლო ანჩელოტი "ესპანიოლთან" (1:4) მატჩის შემდეგ......

ანჩელოტი: "ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო"

კარლო ანჩელოტი "იუვენტუსთან" (1:1) ჩატარებული საპასუხო მატჩის შემდეგ......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.