ოდრიოსოლა გუნდიდან წასვლასთან ისევ ახლოსაა

ოდრიოსოლა გუნდიდან წასვლასთან ისევ ახლოსაა

ესპანელი განაპირა მცველი გასული წლის იანვარში იჯარით მიუნხენის "ბაიერნში" გადაბარგდა და გერმანელთა რიგებში მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა. თუმცა, წლევანდელ სეზონში მისი მაჩვენებლები კიდევ უფრო ცუდია. ოდრიოსოლამ მინდორზე მხოლოდ 57 წუთი გაატარა და ზინედინ ზიდანისთვის მხოლოდ მეოთხე მარჯვენა მცველია. ის დანი კარვახალს, ლუკას ვასკესს და ნაჩოს კონკურენციას ვერ უგებს...

ამ სეზონში ალვაროს საქმეები ცუდად წავიდა. მან ყველაზე ცუდ დროს მიიღო ტრავმა, როცა კარვახალიც დაშავებული იყო. ამ დროს კი შანსი ლუკას ვასკესმა და ნაჩომ გამოიყენეს.

ოდრიოსოლა ამ სეზონში მინდორზე მხოლოდ 30 სექტემბერს "ვალიადოლიდთან" მატჩში გამოჩნდა და მინდორზე 57 წუთი გაატარა. მას შემდეგ ესპანელს მინდორზე ერთი წამიც არ გაუტარებია. ის ბოლო შვიდი მატჩია თადარიგში იმყოფება და გასახურებლადაც არ წასულა.

გასაგებია, რომ ზიდანი მას თავის შემადგენლობაში ვერ ხედავს. 2019 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, ოდრიოსოლამ მხოლოდ ექვს მატჩში იასპარეზა. "ბაიერნში" ყოფნის დროსაც კი, ესპანელი მინდორზე მხოლოდ ხუთ მატჩში (179 წუთი) გამოჩნდა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.