"რეალმა" თავისივე ანტირეკორდი გაიმეორა

მადრიდის "რეალის" შეტევის ხაზმა კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ სიძლიერე დაკარგა...
"რეალმა" 2020 წელს მხოლოდ 91 გოლის გატანა მოახერხა და 15 წლის წინანდელი ანტირეკორდი გაიმეორა.
AS-ის ინფორმაციით, რონალდუს წასვლის შემდეგ, მადრიდელთა შეტევამ მრისხანება დაკარგა.
პორტუგალიელის ბოლო სეზონში "რეალმა" მეტოქეთა კარი 142-ჯერ დალაშქრა. 2019 წელს გუნდმა მხოლოდ 100 გოლი გაიტანა. ამჟამინდელი მონაცემები კრიშტიანუს "რეალში" ყოფნასთან შედარებით 40%-ით დაბალია.
გარდა ამისა, ზიდანის დაბრუნების შემდეგ, "რეალმა" მატჩების 17%-ში ვერ შეძლო თავის გამოჩენა. ფრანგის პირველი ვადით მწვრთნელობისას ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0% იყო.
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.