"რეალს" მარტინ ედეგორის საუკეთესო ვერსია სჭირდება

"რეალს" მარტინ ედეგორის საუკეთესო ვერსია სჭირდება

ერთი წლის წინ, ნორვეგიელი ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი იყო. ედეგორი "რეალ სოსიედადში" ზღაპრულ ფეხბურთს აჩვენებდა და ბასკებიც ამისგან სიამოვნებას იღებდნენ...

ახლა ეს შორეულ მოგონებად რჩება. ედეგორი, რომელსაც თავისი დინამიკისა და ელეგანტურობის გამო აქებდნენ, ახლა ზიდანის გუნდში თავის დამკვიდრებას უიმედოდ ცდილობს.

მან 2020/21 წლების სეზონი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის რანგში დაიწყო, მაგრამ მატჩიდან მატჩამდე გამოჩნდა, რომ ლუკა მოდრიჩი ნახევარდაცვაში ხელშეუხებელია, ედეგორი კი სათადარიგო ვარიანტად დარჩა.

თუმცა, ნათელია, რომ ზიდანი ედეგორთანაც იგივეს გეგმავს, რაც მარკო ასენსიოს შემთხვევაში იყო. ნორვეგიელს მნიშვნელოვანი როლის შესრულება მოუწევს და კარგი იქნება, თუ ეს ახლავე მოხდება. "რეალს" წინ უამრავი შეხვედრა ელოდება და მარტინს შეუძლია გუნდს "მხსნელად" მოევლინოს.

ედეგორს 2020 წლის 11 იანვრისთვის უკვე 17 მატჩში (1530 წუთი) ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, თავს კი 4 გოლით და 5 საგოლე გადაცემით იწონებდა. ამ ერთ წელიწადში კი მინდორზე მხოლოდ 7 შეხვედრაში (232 წუთი) გამოჩნდა და თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა.

როცა მარტინს "რეალში" თავის გამოჩენის საშუალება მიეცა, ისეთივე ფეხბურთს ვერ აჩვენებდა, როგორსაც "სოსიედადში". ამასთანავე, ხელი ტრავმებმაც შეუშალეს, ხოლო როცა ჯანმრთელი იყო, ნაკლები სათამაშო დრო ეძლეოდა.

რეალობა ისაა, რომ ედეგორი ამ სეზონში მოწოდების სიმაღლეზე არ იყო. საკლუბო წარუმატებლობას სანაკრებოც დაემატა, რადგან ნორვეგიელებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვეს.

მიუხედავად ამისა, ზიდანი ყოველ ჯერზე იმეორებს, რომ ედეგორის იმედი აქვს და იმედოვნებს უახლოეს მატჩებში მის საუკეთესო ვერსიას იხილავს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.