იოვიჩი და მარიანო - ჰაერზე გასროლილი 85 მლნ. ევრო

იოვიჩი და მარიანო - ჰაერზე გასროლილი 85 მლნ. ევრო

მადრიდის "რეალი" კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ კვლავ გოლეადორის ძიებაშია...

თავიდან კლუბმა აქცენტი მარიანო დიასზე გააკეთა. კანტერანომ "ლიონში" შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და "რეალმა" ლოპეტეგის ხელმძღვანელობით 2018 წლის ზაფხულში დომინიკელი ფორვარდი "სევილიას" ცხვირწინ ააცალა. მადრიდელებმა მარიანოს სანაცვლოდ 23 მლნ. ევრო გადაიხადეს. თუმცა, ტრანსფერმა არ გაამართლა. დიასმა გუნდში დაბრუნების შემდეგ პირველ სეზონში 19 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

მარიანოს ასეთმა უღიმღამო თამაშმა "რეალს" ახალი ტრანსფერისკენ უბიძგა და გუნდმა ლუკა იოვიჩი შეიძინა, რომელმაც "აინტრახტში" გაიბრწყინა. მადრიდელებს სერბი ფორვარდის გადაბირება 60 მლნ. ევრო დაუჯდათ, მაგრამ ის ჯერჯერობით მასზე გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს. ლუკამ 32 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. ზუსტად ამდენივე გაიტანა მარიანომ, რომელსაც ზიდანი მეორე სეზონია არ ენდობა. ხელმძღვანელობამ ამ ორ მათგანში 85 მლნ. ევრო გადაიხადა, მაგრამ შედეგი არ ჩანს.

იოვიჩისთვისაც და მარიანოსთვისაც კლუბის კარი ღიაა. თუმცა, აქ განსხვავებული სიტუაციებია. 27 წლის მარიანო ახალ გუნდს ეძებს მას შემდეგ, რაც ზიდანი მადრიდში დაბრუნდა. მის გაყიდვას სამი სატრანსფერო ფანჯარაა ცდილობენ, მაგრამ კანტერანოს კონტრაქტის ბოლომდე (2023 წელი) კლუბში დარჩენა სურს. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა ამ ზამთარს სიტუაცია შეიცვალოს.

რაც შეეხება იოვიჩს, 22 წლის სერბი იჯარით წასვლის მოლოდინშია. გასულ ზაფხულს "რეალი" სხვა კლუბებთან შეთანხმებას ცდილობდა, ხოლო ზიდანს ბორხა მაიორალის შენარჩუნება სურდა, მაგრამ არცერთი არ გამოვიდა. ახლაც იგივე სიტუაციაა. ფრანგი სპეციალისტის სურვილი იოვიჩის გუნდიდან წასვლაა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.