ზუსტად 1 წლის წინ, "რეალმა" ესპანეთის სუპერთასი მეთერთმეტედ მოიგო

ზუსტად 1 წლის წინ, "რეალმა" ესპანეთის სუპერთასი მეთერთმეტედ მოიგო

მადრიდის "რეალმა" 2020 წლის 12 იანვარს სტადიონ "რეი აბდულა რიედაზე" ესპანეთის სუპერთასი ისტორიაში მეთერთმეტედ მოიგო...

ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სუპერთასი ამ ფორმატით და სხვა ქვეყანაში ჩატარდა. "რეალი" ფინალში "ატლეტიკოს" შეხვდა და ძირითადი დროის 0:0 დასრულების შემდეგ, მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა. "სამეფო კლუბიდან" ოთხივე ფეხბურთელმა პენალტი ზუსტად შეასრულა, ხოლო "ატლეტიკოს" რიგებიდან პენალტის გატანა ორმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი ფედე ვალვერდე გახდა.

ზიდანის გუნდმა ფინალამდე "ვალენსია" (1:3) დაამარცხა. იმ შეხვედრაში ტონი კროოსმა გოლის გატანა კუთხურიდან შეძლო. დანარჩენი გოლები ისკოს და მოდრიჩის ანგარიშზეა.

სრული მატჩი




ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.