"ტოტენჰემი" მილიტაოთი დაინტერესდა

"ტოტენჰემი" მილიტაოთი დაინტერესდა

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ტოტენჰემის" თავკაცი ჟოზე მოურინიო ხელმღვანელობას ედერ მილიტაოს გადაბირებას სთხოვს...

"სამეფო კლუბი" 22 წლის ბრაზილიელის გასაშვებად მზად არის და მის სანაცვლოდ 25 მლნ. ფუნტს ითხოვს.

მოურინიო თვლის, რომ გუნდმა დაცვის ცენტრი უნდა გააძლიეროს და მილიტაო ამისათვის იდეალურ ვარიანტად მიაჩნია.

გასულ სეზონში ბრაზილიელმა 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავის გამოჩენა ვერაფრით მოახერხა. ამ სეზონში მის აქტივში მხოლოდ 3 მატჩია.

აღსანიშნავია, რომ მილიტაოს გადაბირება კიდევ ერთ ინგლისურ კლუბ "ლივერპულს" სურს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.