რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » კროოსი: "ახალ სეზონში ყველაფერი კარგად იქნება"

კროოსი: "ახალ სეზონში ყველაფერი კარგად იქნება"

25-07-2015, 20:57
ავტორი: ZZ
ნახვა: 1007
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
კროოსი: "ახალ სეზონში ყველაფერი კარგად იქნება"
გერმანელი ნახევარმცველი ოპტიმისტურადაა განწყობილი...

"მანჩესტერ სიტისთან" მატჩის შემდეგ, ტონი კროოსმა გუნდის შემტევი ქმედებები განიხილა და მოახლოვებულ სეზონზეც გააკეთა კომენტარი.

"მოსამზადებელ ეტაპზე ორი რთული მატჩი უკვე ჩავატარეთ. "რომასთან" მატჩისგან განსხვავებით, "მანჩესტერ სიტისთან" შეტევაში ბევრად კარგად ვითამაშეთ. ძალიან კარგ გუნდს ოთხი გოლი გავუტანეთ. ვფიქრობ, წინ ძალიან კარგი სეზონი გველოდება".

"ავსტრალიისკენ ფრენა ხანგრძლივი მოგზაურობაა, რომლის შემდეგაც თავს დაღლილად გრძნობ, მაგრამ ახლა ყველაფერი ნორმალურადაა. აქ პირველად ვარ. ძალიან ბევრს ვვარჯიშობთ. უმეტესად სტადიონზე ან სასტუმროში ვიმყოფებით. ამიტომ, ავსტრალია ნორმალურად ვერ დავათვალიერეთ. შესაძლოა შემდეგში ეს ქვეყანა დავათვალიერო, მაგრამ მაშინ, როცა სავარჯიშოდ არ ჩამოვალ. სიცხეში თავს კომფორტულად ვგრძნობ. თუ შემდეგში აქ მოვხვდები, ეს აუცილებლად ზაფხულში იქნება".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.