"ხელები შორს კრიშტიანუსგან. ის არ იყიდება!"

"ხელები შორს კრიშტიანუსგან. ის არ იყიდება!"

ტომას რონსეროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მადრიდის "რეალმა" კრიშტიანუ რონალდუ "პსჟ"-ში 120 მლნ. ევროდ არ გაყიდა...

""პსჟ" ნამდვილად მოსაბეზრებელი ხდება. ლოგიკურია, რომ მათ კრიშტიანუ რონალდუ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი (ნუ, აბა ვინ მოიგო ბოლო ორი "ოქროს ბურთი"?) სურთ, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრებაში სასარგებლოა მიხვდე, რისკენ შეიძლება მიისწრაფოდე და რაზე ღირს უარის თქმა. როგორც ჩანს, ფრანგული კლუბის მილიონერი მფლობელები დღემდე ვერ მიხვდნენ, თუ ვინ არის კრიშტიანუ რონალდუ, რომელსაც ტრანსფერზე არ აყენებენ. ყოველ შემთხვევაში, ეს კლუბის ნებით არ მოხდება".

"ძალიან მალე კრიშტიანუ თავის ლეგენდას ისევ გადაწერს და მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი გახდება. მადრიდული გრანდის მაისურით გატანილი კიდევ 11 გოლი და რაულის 323-გოლიანი რეკორდი წარსულს ჩაბარდება. სულ მალე...".

"და მნიშვნელობა არ აქვს, პორტუგალიელში 120 მილიონს იხდიან თუ 250-ს... ეს ფულის საკითხი არ არის. საქმე იმაშია, რომ "რეალს" არ სურს იმ ფეხბურთელთან განშორება, რომელსაც კლუბის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის. ამასთან ერთად, "სანტიაგო ბერნაბეუს" დატოვების სურვილი არც კრიშტიანუს აქვს. რა თქმა უნდა, ზოგჯერ შესაძლოა "რეალის" "შვიდიანი" კლუბს რაღაც საკითხებში არ დაეთანხმოს, როგორც ეს მსოფლიო სპორტში ხდება, მაგრამ რონალდუ ჩინებულად აცნობიერებს, რომ სწორედ იმ კლუბში იმყოფება, რომელიც მისი ბავშვობის ოცნება იყო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა პორტუგალიის პატარა ქალაქ ფუნშალის ცარიელ ქუჩებში ბურთს აგორებდა. პორტუგალიელი "სამეფო კლუბში" ისტორიის შესაქმნელად მივიდა და სხვა კლუბისგან მიღებული ვერცერთი საოცარი შემოთავაზება მას იმ სამოთხეს ვერ მოაშორებს, რომელშიც ახლა ცხოვრობს. ყოველი დილით გაღვიძებისას კრიშტიანუ აცნობიერებს, რომ "რეალის" ლიდერია. რონალდუს მიერ "მანჩესტერ სიტის" კარში გატანილი გოლი იოლი საუზმეა, რომლის შემდეგაც გოლების ძირითადი პორცია მოვა. თან ძალიან დიდი. ეს "რეალს" ტიტულების მოგებაში უნდა დაეხმაროს, რომელიც გასულ სეზონში ასე გვაკლდა".


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.