MADRIDISTA.GE

Real Madrid News

პეპე: "რამოსი ჩვენი კაპიტანია და დარწმუნებული ვარ, ჩვენთან დარჩება"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 26-07-2015, 22:18
პეპე: "რამოსი ჩვენი კაპიტანია და დარწმუნებული ვარ, ჩვენთან დარჩება"

მილანის "ინტერთან" გასამართი მატჩის წინ, პეპე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა...

კონტრაქტის გახანგრძლივებაზე

"მოხარული ვარ "რეალში" ასპარეზობით, ხოლო კონტრაქტის საკითხზე პრეზიდენტი და ჩემი წარმომადგენელი ზრუნავენ. ვიმედოვნებ, კარგ სეზონს ჩავატარებთ".

სერხიო რამოსის სიტუაციაზე

"არამგონია ვინმეს თავი აზრად მოუვიდეს, რომ სერხიო მომავალ სეზონში ჩვენთან არ იქნება. ის ჩვენი კაპიტანია და დარწმუნებული ვარ, ჩვენთან დარჩება, რადგან კლუბს და ჩვენ ის ძალიან გვიყვარს. რამოსთან ნორმალურად ვსაუბრობთ და იმედი მაქვს, დარჩება, რადგან ჩვენთვის სამაგალითოა".

"ინტერზე"

"ჩინეთში ყოფნა მოგვწონს, რადგან აქ სასიამოვნო ადამიანები არიან. ვფიქრობთ, მატჩი რთული იქნება და ის უნდა გავაკეთოთ, რასაც მწვრთნელი ვარჯიშებზე მოითხოვს. ვიმედოვნებ, მატჩი საინტერესო გამოდგება და გავიმარჯვებთ. რთული შეხვედრა გველოდება, რადგან "ინტერი" კარგი გუნდია, ევროპის ერთ-ერთი გრანდი".

გარემოზე

"ყველაფრით კმაყოფილნი ვართ და შესანიშნავად ვმუშაობთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რასაც მწვრთნელი ითხოვს. ამიტომ, ჩვენი სურვილია ლა ლიგის პირველ მატჩს კარგ ფორმაში შევხვდეთ. რაც შეიძლება მალე ჩავდგებით რიტმში, რათა გუნდს დავეხმაროთ".

დაცვის ხაზი ბენიტესის ხელმძღვანელობისას

"თითოეულ მწვრთნელს თავისი მენტალიტეტი და სათამაშო ხედვა აქვს. თავდაუზოგავად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ისე ვითამაშოთ, როგორც მწვრთნელს სურს. რაფას სურს, რომ მთელმა გუნდმა ბევრი იმუშავოს, რის გაკეთებასაც ვცდილობთ. მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებელი ეტაპი ახლახანს დავიწყეთ, ყველაფერი საკმაოდ კარგად გამოგვდის და იგივე მიმართულებით სვლა უნდა გავაგრძელოთ".

ბენიტესი: "გუნდმა კარგი მატჩი ჩაატარა"

რაფაელ ბენიტესი "მანჩესტერ სიტისთან" (1:4) მატჩის შემდეგ......

კარვახალი: "გუნდი ყოველ მატჩში უმჯობესდება"

დანიელ კარვახალი "სიტისთან" (1:4) გამარჯვების შემდეგ......

ლუკა მოდრიჩი: "დარწმუნებული ვარ, რამოსს "რეალში" დარჩენა სურს"

"მანჩესტერ სიტისთან" გასამართი ამხანაგური მატჩს წინ, ლუკა მოდრიჩმა პრესკონფერენცია გამართა......

რაფა ბენიტესი: "კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია"

რაფაელ ბენიტესი "მანჩესტერ სიტისთან" გასამართი მატჩის წინ......

ბენიტესი: "თუ რამოსი დარჩება, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები"

რაფაელ ბენიტესის პირველი მატჩისწინა პრესკონფერენცია "რეალის" მწვრთნელის რანგში......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

21.07.2019 04:00


0 - 2

19.05.2019 14:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.