რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » რაფა ბენიტესი: "უახლოეს პერიოდში რამოსი და პერესი მოლაპარაკებას გამართავენ"

რაფა ბენიტესი: "უახლოეს პერიოდში რამოსი და პერესი მოლაპარაკებას გამართავენ"

26-07-2015, 23:27
ავტორი: ZZ
ნახვა: 732
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
რაფა ბენიტესი: "უახლოეს პერიოდში რამოსი და პერესი მოლაპარაკებას გამართავენ"
აზიურ ტურნეში მილანის "ინტერთან" გასამართი ამხანაგური მატჩის წინ, რაფა ბენიტესი პრესის წარმომადგენლებს შეხვდა და აქტუალურ თემებზე გაესაუბრა...

"ინტერთან" მატჩზე

"ეს ძლიერი და მნიშვნელოვანი მეტოქეა. ჩვენთვის ასეთ ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრები დამატებითი სტიმულია".

რამოსსა და ფლორენტინოზე

"სადილის დროს მათ მაცნობეს, რომ უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებას გამართავენ, მაგრამ მათთან ნორმალურად გასაუბრება ვერ შევძელი, რადგან ვარჯიშით ვიყავი დაკავებული".

პირადი ხედვა რამოსის სიტუაციაზე

"სადილის დროს პრეზიდენტმა მითხრა, რომ მათ შორის მოლაპარაკება შედგება, მაგრამ მათთან გასაუბრების შანსი არ მომეცა... რაც შეეხება იმას, თუ როგორი ხედვები მაქვს რამოსზე, ვხედავ, თუ როგორ გააქვს მას გოლი 25 მეტრიდან. სიახლე ისაა, რომ ხანგრძლივი ფრენის შემდეგ ხამესი შესანიშნავი განწყობით დაგვიბრუნდა. ხვალ გადავწყვეტთ, ვინ და რამდენს ითამაშებს".

კრიშტიანუ რონალდუზე

"ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. შესაძლოა, ვარჯიშზე რომელიმე ფეხბურთელი გაბრაზებული იყოს, მაგრამ თითოეული მათგანი ყოველ ჯერზე თავის სამუშაოს ჩვეულ ტემპში ასრულებს".

კასილიაზე

"ჯერჯერობით არ გადაგვიწყვეტია, ვინ იქნება სასტარტოში. ტენიანობისა და სიცხის გამო, აქ სულ სხვა სათამაშო პირობებია. ფეხბურთელების მდგომარეობას შევაფასებთ და გადავწყვეტთ, ვინ ითამაშებს პირველივე წუთებიდან".

ბენზემასა და მოდრიჩზე

"ორივე მათგანი დისკომფორტის გამო განცალკევებით ვარჯიშობდა. ხვალ გადავწყვეტთ, ითამაშებენ თუ არა ისინი".

ხამესსა და ისკოზე

"როგორც მწვრთნელი, კმაყოფილი ვარ, რომ ჩემს განკარგულებაში ასეთი დონის ფეხბურთელები არიან. თუ გვსურს, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ, ისინი 100%-ით უნდა დაიხარჯონ, მე კი გადაწყვეტილება მივიღო: გადაწყვეტილება რთული უნდა იყოს და ისინი ამ ამოცანას გაუმკლავდებიან".

მინდორზე

"დღეს პირველი ვარჯიში ჩავატარეთ და მოედნის ირგვლივ დავრბოდით, რათა შეგვემოწმებინა, რომ ის კარგ მდგომარეობაშია".

მატჩისთვის მზადებაზე

"რამდენიმე ფეხბურთელს მცირედი პრობლემა აქვს და რისკზე წასვლა არ გვსურს. ჩემი პრიორიტეტი იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთელები ფორმაში იყვნენ და თავს შესანიშნავად გრძნობდნენ. ავსტრალიაში გამართული ვარჯიშები ძალიან კარგი იყო და თავს კარგად ვგრძნობთ. ვნახოთ, რა იქნება მოსამზადებელი ეტაპის ბოლოს".

ჩინეთში ფანების მიერ მოწყობილ დახვედრაზე

"მუდამ სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა ფეხბურთელებით აღფრთოვანებულები არიან. გულშემატკივრები მუდამ გვამხნევებენ, ავტოგრაფებსა და ფოტოებს ითხოვენ".
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.