რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » ბენიტესი: "რამოსსა და ფლორენტინოს ვესაუბრე. ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი"

ბენიტესი: "რამოსსა და ფლორენტინოს ვესაუბრე. ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი"

27-07-2015, 23:45
ავტორი: ZZ
ნახვა: 865
კომენტარი: 2
საბეჭდი ვერსია
ბენიტესი: "რამოსსა და ფლორენტინოს ვესაუბრე. ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი"
რაფაელ ბენიტესმა მილანის "ინტერთან" (0:3) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

შთაბეჭდილებები მატჩზე

"ორივე ტაიმი კარგად ჩავატარეთ. ძალიან ბევრი ფეხბურთელი შევცვალე, მაგრამ ის ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე დარჩნენ, დაღლილობის მიუხედავად, სათამაშო რიტმიდან არ ამოვარდნილან. საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ კარგი მატჩი ჩავატარეთ. გოლები გავიტანეთ და ამავდროულად არ გავუშვით. ნაბიჯ-ნაბიჯ დაცვაში ყველაფერი მწყობრში დგება".

თავისუფლება შეტევაში

"თავდამსხმელებს თავადვე შეუძლიათ გადაწყვიტონ, სად ითამაშონ ამა თუ იმ სიტუაციაში. სხვა საქმეა ის, რომ დაცვაში გუნდი ერთიანი მექანიზმი უნდა იყოს. მზადების ძირითადი მიმართულებით პოზიტიურ დინამიკას ვხედავ. ჩანს, რომ მუშაობას შედეგი მოაქვს. მეტოქეს თამაშის საშუალებას არ ვაძლევთ, მაგრამ ამავდროულად გოლები გაგვაქვს".

საჯარიმო დარტყმების შემსრულებლებზე

"პირველ ტაიმში ჯარიმებს კრიშტიანუ რონალდუ ასრულებდა, მეორეში - ხამეს როდრიგესი. შემდეგში ვნახავთ, ვინ იქნება საჯარიმო დარტყმების მთავარი შემსრულებელი".

ხესეზე

"მას ტრავმა ჰქონდა. როცა ის მუდმივად თამაშობს, კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ვხედავთ, თუ როგორ დგება ის ფორმაში. ხესეს კლასი ისედაც აქვს და ვფიქრობ, უფრო მოუმატებს. დღეს მან დაამტკიცა, რომ პერსპექტიული ფეხბურთელია".

რამოსსა და ფლორენტინოს შორის გამართულ საუბარზე

"კვირას გამართულ სადილზე პრეზიდენტს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ სერხიო რამოსთან საუბარს გეგმავს. როგორც ჩანს, ორივე ოპტიმისტურადაა განწყობილი. ვნახოთ, რა იქნება".

კასილიაზე

"მეკარეებს შორის კონკურენცია მუდამ სასარგებლოა. დღეს ორივე მეკარემ კარგად იასპარეზა. გოლი არ გავუშვით. სასიამოვნოა, როცა არჩევანის საშუალება გაქვს".

სათამაშო ბალანსზე

"ყველაზე მთავარი ისაა, რომ კარგად ვმოძრაობთ, რომელმაც საშუალება მოგვცა ეფექტურები ვყოფილიყავით როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში".

ტრავმირებულებზე

"ახლა რისკზე წასვლის არანაირი აუცილებლობა არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებულები გამოჯანმრთელდნენ და შესაძლოა "მილანთანაც" ითამაშონ".
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.
კომენტარები (2)
Offline Offline jinjo 28 ივლისი 2015 07:41
benitesi im donis mwvrtnelia rom unda shedzlos aseti donis gundshi mushaoba
imedia yvelaferi kargad gagrdzeldeba
          1
Offline Offline Andro=madridi 28 ივლისი 2015 12:16
ციტატა: jinjo
benitesi im donis mwvrtnelia rom unda shedzlos aseti donis gundshi mushaoba
imedia yvelaferi kargad gagrdzeldeba

Imedia
          2

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.