რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » დიეგო ლოპესი: "კასილასის წასვლა გარდაუვალი იყო"

დიეგო ლოპესი: "კასილასის წასვლა გარდაუვალი იყო"

30-07-2015, 09:57
ავტორი: ZZ
ნახვა: 829
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
დიეგო ლოპესი: "კასილასის წასვლა გარდაუვალი იყო"
"მილანის" გოლკიპერმა დიეგო ლოპესმა, "რეალიდან" "პორტუში" გადაბარგებულ იკერ კასილასს წარმატებები უსურვა...

"მადრიდის "რეალში" ბევრი მეგობარი მყავს და ეს გუნდი ჩემს გულში ყოველთვის დარჩება. ახლა "მილანში" ჩემი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ. კასილასი დიდი ფეხბურთელია და კარგი მეგობრები ვართ. მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ახლა ვსაუბრობ როგორც გულშემატკივარი და არა როგორც თანაგუნდელი".

""რეალში" მეკარის პოზიციაზე არსებულ პრობლემებზე ბევრს საუბრობდნენ. მაშინ "სამეფო კლუბში" ვთამაშობდი. ამაზე საუბრობდნენ ჩემი წასვლის შემდეგაც. ვერაფერს ვიტყვი. კასილასმა გადაწყვეტილება მიიღო. მან "რეალს" ბევრი რამ მისცა. ამას ვერ წავართმევთ, მაგრამ ყველაფერი სრულდება. ეს გარდაუვალი იყო. ამა თუ იმ მიზეზის გამო ყველაფერი იცვლება. იკერს "პორტუში" წარმატებებს ვუსურვებ. ასევე, წარმატებებს ვუსურვებ მის შემცვლელად "სამეფო კლუბში" გადაბარგებულ კიპერს. კიკო კასილიასა და კეილორ ნავასთან კარგი ურთიერთობა მაქვს"
- განაცხადა დიეგო ლოპესმა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.