რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » "ხელშეუხებლები" ბენიტესისთვის

"ხელშეუხებლები" ბენიტესისთვის

31-07-2015, 21:57
ავტორი: ZZ
ნახვა: 1445
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
"ხელშეუხებლები" ბენიტესისთვის
დარჩენილი პრობლემა...

უპირველეს ყოვლისა, რაფა ბენიტესისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მთავარი ის იყო, რომ მრავალი მატჩის შემდეგ თავისი შეგირდების საუკეთესო თვისებები გამოერჩია. ოთხი მატჩის შემდეგ მოპოვებულ გამარჯვებებში (1 ავსტრალიაში, 2 ჩინეთში), სრულიად ნათელი გახდა, რომ მოახლოვებულ სეზონში ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტია სამმა ფეხბურთელმა მიიღო. ესენი არიან: კეილორ ნავასი, გარეთ ბეილი და კრიშტიანუ რონალდუ.

შეგვიძლია ამ ფეხბურთელებს ბენიტესისთვის "ხელშეუხებლები" ვუწოდოთ. კომერციული თვალსაზრისით (რონალდუმ და ბეილმა აუცილებლად უნდა ითამაშონ და გულშემატკივრები გაახარონ, რომლებიც ბილეთში თანხას მეტწილად იმის გამო იხდიან, რომ ამ ფეხბურთელების თამაში იხილონ). ასევე, ელემენტარული ლოგიკით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფანებს ამ ფეხბურთელების "სანტიაგო ბერნაბეუზე" ხილვა სეზონის დიდ ნაწილში მოუწევთ.

დე ხეას მოსვლამდე არჩევანის კეილორ ნავასზე შეჩერება, ასევე, ბეილისა და რონალდუს "ხელშეუხებლობა" სრულიად ნორმალური მოვლენაა. თუმცა, სხვა წამყვან ფიგურებს, იგულისხმება მარსელო, კროოსი, ბენზემა, მოდრიჩი და სერხიო რამოსი, ძირითადში უნდა ველოდოთ. მათი სასტარტო შემადგენლობიდან "ამოგდება" ძალიან რთული იქნება. სავარაუდოდ, ძირითადი ბრძოლა დაცვის მარჯვენა ფლანგზე (კარვახალი დანილოს წინააღმდეგ), დაცვის ცენტრში (ვარანი პეპეს წინააღმდეგ) და ნახევარდაცვის ცენტრში (ხამესი ისკოს წინააღმდეგ) წარიმართება. მიუხედავად ამისა, არ დაგვავიწყდეს ის, რომ ბენიტესს ხშირი როტაცია უყვარს, რაც მისთვის "ხელშეუხებელ" ფეხბურთელებსაც შეეხებათ.
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.