ტოპ-მენეჯერი - 5 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის პერესი მსოფლიოს საუკეთესო პრეზიდენტი

ტოპ-მენეჯერი - 5 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის პერესი მსოფლიოს საუკეთესო პრეზიდენტი

საუბარია ადამიანზე, რომელმაც უკანასკნელ შვიდ წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი, მაგრამ მაინც პლანეტის ყველაზე ძლიერი მმართველია...

საუკეთესო ეკონომისტი

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბი, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბი (3.26 მილიარდი დოლარი), 2014 წლის ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო ბრენდი (484 მილიონი დოლარი), უკანასკნელი სამი ჩემპიონთა ლიგიდან ყველაზე დიდი შემოსავალი, წლიური მოგება 746 მილიონი დოლარი, მსოფლიოში ყველაზე დიდი შემოსავალი ("ემიუსა" და "ბაიერნის" შემდეგ), 314 მილიონი დოლარი წელიწადში რეკლამებიდან, 277 მილიონი დოლარიანი შემოსავალი ტრანსლაციებიდან, წელიწადში ყველაზე მეტი მაისურების გაყიდვა - 2.533.000 (ყველაზე მეტი), წელიწადში 20 მილიონი სტადიონის სახელწოდების ნაწილობრივ (!) (და არა როგორც "არსენალის" და "დორტმუნდის" შემთხვევაში) შეცვლაში - ფლორენტინო პერესი მადრიდულ იმპერიას გრანდიოზული წარმატებით ართავს. დიდებული ფინანსური მდგომარეობა აძლევს "რეალს" საშუალება შეიძინოს საუკეთესო ფეხბურთელები და არ იფიქროს ფინანსურ Fair Play-ზე, "უეფას" ჯერჯერობით არ აქვს საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ მადრიდული გრანდის ფულის ტომარას შეერკინოს.

ტოპ-მენეჯერი - 5 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის პერესი მსოფლიოს საუკეთესო პრეზიდენტი


საუკეთესო ტრანსფერების გამჩარხველი

სასურველი ფეხბურთელის სანაცვლოდ პერესი მაგიდაზე ნებისმიერ თანხას დადებს (კროოსი, ხამესი, დანილო და სხვები), გაესაუბრება მამას (მარტინ ედეგორი) და ზაფხულის დასვენებას დანიელ ლევის კაბინეტზე გაცვლის. ფლორენტინო არის საოცარი ნერვული სისტემით დაჯილდოვებული ადამიანი: მოდრიჩისა და ბეილის სანაცვლოდ მან არამხოლოდ 130 მილიონი ევრო დახარჯა, არამედ მათ შეძენას მან საერთო ჯამში 6 თვე შეალია, რადგან მოლაპარაკებების დროს მის პირისპირ "ტოტენჰემის" უპრინციპო პრეზიდენტი იჯდა. "დიახ, ჩვენ თანახმა ვართ", "არა, უფრო მეტი მსურს" - ლევი ვერაფრით ყალიბდებოდა და სულ უფრო და უფრო მეტს ითხოვდა, მაგრამ პერესმა თავისი მაინც გაიტანა. "რეალს" ისედაც ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა ჰყავს (743 მილიონი ევრო), თან ამ დღეებში კლუბს დავიდ დე ხეა შეუერთდება - ანუ კიდევ 30 მილიონი ევრო. პერესი ისე პირდაპირ და დაჟინებით ამუშავებდა მეკარეს, რომ ვან გაალმა თავად მოითხოვა მისი გაყიდვა. საუკეთესო ბიზნესმენმა, ფლორენტინომ აბსოლიტური თავისუფლების ილუზია შექმნა - თითქოს, ნებისმიერ ფეხბურთელს სურვილისამებრ შეეძლება კლუბის დატოვება, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. სქემა ასე გამოიყურება: როდესაც ირკვევა, რომ ფეხბურთელს წასვლა სურს, პერესი აანალიზებს შემოთავაზებებს და ამ ადამიანის მნიშვნელობას გუნდისთვის, შემდეგ კი წყვეტს, ღირს თუ არა მისი გაშვება. თუ ირკვევა, რომ ღირს, იწყება ვაჭრობა. გასულ წელს "რეალმა" დი მარია 75 მილიონად, მორატა 20 მილიონად და ალონსო 10 მილიონ ევროდ გაყიდა. ერთი წლით ადრე იოზილი 50-ად, იგუაინი 37-ად და ალბიოლი 12 მილიონად, საერთო ბალანსი - მინუს 72 მილიონი ევრო (რაც ცოტაა). კლუბზე ნეგატიურად აისახა მხოლოდ მორატას წასვლა, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ პირადად მან გამოთიშა მადრიდული გრანდი ჩემპიოთა ლიგის უკანასკნელი გათამაშებიდან. გსურთ რონალდუ? გადაიხადეთ მილიარდი. ბეილი? ანალოგიურად. იმ ფეხბურთელთან მოლაპარაკებების დროს, რომელსაც წასვლა აქვს გადაწყვეტილი და კონტრაქტში ასტრონომიული გამოსასყიდი თანხა არ უწერია, ფლორენტინო თავს ასევე შესანიშნავად იჩენს. მაგალითად: მიმდინარე ზაფხულს მან არამხოლოდ არ გაუშვა სერხიო რამოსი "მანჩესტერში", არამედ ახალ, ხუთწლიან ხელშეკრულებაზეც დაითანხმა.

საუკეთესო თანამშრომელი

""რეალს" შესაძლოა ჰყავდეს უკეთესი ფეხბურთელები ან მწვრთნელი, მაგრამ პერესზე უკეთესი პრეზიდენტი "რეალში" უბრალოდ წარმოუდგენელია" - ჟოზე მოურინიო არ ჰგავს ადამიანს, რომელიც თავის უფროსს მხოლოდ სატრანსფერო ბიუჯეტის გაზრდისთვის შეაქებს. პერესის ძირითადი უპირატესობებია - გულუხვობა (ის უდიდეს თანხებს გამოუყოფს ახალ მწვრთნელებსაც კი), მოთმინება (პელეგრინიმაც, მოურინიომაც და ანჩელოტიმაც სეზონის ბოლომდე იმუშავეს) და კონკრეტული კრიტერიუმები (ვერაფერი მოიგე? - კარგად ბრძანდებოდა, სუპერთასი არ ითვლება).

საუკეთესო ორატორი

პერესის გარშემო მუდმივად სუფევს უსიამოვნო ისტორიები - უკანასკნელი მათგანი, თითქოს პერესს შაკვანიანი ფეხბურთელები არ მოსწონს, მაგრამ თავად პრეზიდენტი ინტერვიუსა და პრესკონფერენციებს გენიალურად მართავს. ესპანელი დიპლომატიურია, კონკრეტული და მზად არის ნებისმიერი კითხვისათვის - მისი პროვოცირება შეუძლებელია. "ჩვენი ურთიერთობა იკერთან მუდამ კარგი იყო, კასილასი - სამაგალითო ქცევის მაგალითია. ჩვენ მას კიდევ ერთხელ 12 აგვისტოს გავაცილებთ" - ამ ფრაზით "რეალის" უფროსმა მეკარის მშობლებსა და აგენტს მოაკეტინა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ პერესი იკერს არასოდეს ეხმარებოდა. "გულშემატკივრების ყველა აქციაზე რომ მოვახდინო რეაგირება, ჟურნალისტების წინაშე ყოველდღე მომიწევს გამოსვლა" - ასე ახსნა ფლორენტინომ, თუ რატომ არ სთხოვა გულშემატკივრებს არ დაესტვინათ იკერ კასილასისთვის. "ჩვენი დავალიანება არა 602, არამედ 72 მილიონია და ჩვენ მისი შემცირება გვსურს" - ასე კი ფლორომ გული დაწყვიტა ყველას, ვინც კლუბის ბანკროტს წინასწარმეტყველებდა".

"გპირდებით, რომ მომავალ სეზონში მოვიგებთ ყველაფერს, რისი მოგებაც შეგვიძლია. ამისათვის ყველაფერს ვიღონებ" - ასე დაამშვიდა პრეზიდენტმა ხალხი, რომელთათვის ბენიტესი სიმსუქნეზე დაცინვის ობიექტია და არა "რეალში" ტიტულების მოსაგებად მოსული მწვრთნელი.

კომენტარი 1

Офлайн
★ ♚ Adviser ♚ ★ 4 აგვისტო 2015 20:51
შესანიშნავი სტატიაა, თვისებებიც სწორადაა ჩამოთვლილი, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ პეტრეს შეძენა, რომელიც ვარსკვლავია, 100 მილიონად უკეთესი ტრანსფერია, ვიდრე პავლეს შეძენა, რომელიც შედარებით ნაკლებად ცნობილია, მაგრამ გუნდს უკეთ გამოადგა. კარგია ტრანსფერი ის, რომელიც გუნდს ეხმარება. ბევრჯერ მითქვამს, რომ პერესი ბრწყინვალე ბიზმესმენია და კაი მაფიოზი ტიპიც იქნებოდა (თუ არ არის), მაგრამ კლუბის პრეზიდენტისგან ცოტა სხვა რამე მინდა მე. არც ის მომწონს, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს საცვლებივით ისვრის იქეთ-აქეთ. კარგია ის, რომ ამდენი წელია სტაბილური ფინანსური მდგომარეობაა კლუბში და ყველაზე ძვირადღირებული კლუბი ვართ (თუ სწორად მახსოვს), მაგრამ როცა ქვეყნის ასპარეზზე აშკარად სხვა გჯაბნის, როცა 12 წელი ვერ იგებდი ჩემპიონთა ლიგას მიუხედავად გალაქტიოკესიბსა, უნდა მიხვდე, რომ მხოლოდ დიდი ბიუჯეტი ტიტულს ვერ მოგიტანს.

და ერთსაც დავამატებ. კარგი ტრანსფერი ისაა, როცა 100 მილიონიანს 90 იყიდი ან 80-ში და არა 120ში. როცა რონალდუს 1 მილიარდად აფასებდა პერესი, ვთქვათ, სიტის ეს თანხა შეეთავაზებინა მისთვის, ხომ გაყიდდა მაშინვე პერესი რონალდუს? კი. ამ საქმეში ძლიერი მაშინ ხარ, როცა კარგი ვაჭარი ხარ და არა როგორც მე ვაკეთებ, Football Manager-ში თუ ფეხბურთელი მჭირდება, დავჩეტავ და მაშინვე ვყიდულობ, იმიტომ რომ იმდენს ვიხდი, რომ კლუბი ლამის იძულებულია გაყიდოს ფეხბურთელი. ასევე აკეთებს პერესი, ისეთ თანხებს სთავაზობს, რომ უარს ვერ იტყვის ვერცერთი კლუბი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.