ახალი BBC?

ახალი BBC?

ბენზემას ტრავმა ბენიტესის არჩევანს ართულებს...

რაფა ბენიტესი სეზონის პირველი პრობლემის აღმოფხვრას ცდილობს: როგორ შეცვალოს ბენზემა. ფრანგი ფორვარდის არყოფნის პერიოდში ესპანელი სპეციალისტი ტაქტიკურ ცვლილებებს გეგმავს.

მოსალოდნელია, რომ ამ დროის განმავლობაში რაფა ტაქტიკურ სქემებს ხშირად შეცვლის: 4-3-2-1-დან 4-4-2-მდე. აღსანიშნავია, რომ ბენიტესმა შემტევი ფეხბურთელების თაობაზე განცხადება უკვე გააკეთა: "შეტევაში მოასპარეზე ფეხბურთელებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება აქვთ. ვცდილობთ რონალდუსგან, ბენზემასგან, ბეილისა და ხამესისგან საუკეთესო თვისებები მივიღოთ".

თუ რაფას სიტყვებს ვენდობით, შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალური ფორვარდიც კი მუდმივად არ უნდა იმყოფებოდეს მეტოქის საჯარიმოში. ამავდროულად, მისი მოვალეობა პარტნიორებთან ხშირი კომბინირება იქნება. ყველაზე რეალური ვარიანტი ბეილის "ცრუ ფორვარდად" გამოყენებაა. ამგვარად, გარეთი ცენტრალურ ზონაში სრულ თავისუფლებას მიიღებს, დანარჩენ მოვალეობებს კი ისკო, ხამესი და რონალდუ გაინაწილებენ.

ასევე, არ არის გამორიცხული თავდასხმის ცენტრში კრიშტიანუ ვიხილოთ, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პორტუგალიელს ამ პოზიციაზე ასპარეზობა არ ხიბლავს, ხოლო მადრიდში მის მოსაზრებას ძალიან დიდ პატივს სცემენ.

ბოლო ვარიანტი ხესეა. მოსამზადებელი ეტაპის დროს ესპანელმა ტალანტმა თავი კარგად წარმოაჩინა და შესაძლოა ძირითადიდან ისკო ამოაგდოს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.