|
ვიგო:"წამყვანი ფეხბურთელების ტრავმებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს"
![]() "ერკულესის" მთავარმა მწვრთნელმა ესტებან ვიგომ, მადრიდის "რეალთან" (1:3) მარცხის შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. როგორ შეაჯამებდით მატჩსი არ მიყვარს თავის გამართლება, რადგან "რეალთან" მატჩში შესაძლოა მოხდეს ის, რაც ჩვენ მოგვივიდა. ტრავმებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მარცხში. მეორე გოლის შემდეგ კი საბოლოოდ გავტყდით. პირველი გოლისას მიუტევებელი შეცდომა დავუშვით. რატომ იყო პირველსა და მეორე ტაიმებს შორის ასეთი განსხვავებაი პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ სწრაფად ვკარგავდით ბურთს და სწრაფადვე გვსურდა მეტოქის კართან მისვლა. ბურთით ბევრს დავრბოდით, ძალიან ბევრს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ "მადრიდის" წინააღმდეგ მატჩში გარდაქმნა რთულია. გაწუხებთ ტომერისა და ვალდესის ტრავმებიი როგორც ჩანს, ისინი ვერ წამოვლენ პამპლონაში ან უფრო მეტი დროის გამოტოვება მოუწევთ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მათი რეაბილიტაციის პერიოდი დიდხანს არ გასტანს. სეზონის დასაწყისი თქვენი კლუბისთვის საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თქვენ ძლიერ კლუბებთან მოგიწიათ დაპირისპირება... და კმაყოფილნი ვართ იმით, რაც გავაკეთეთ. მხოლოდ შეცდომებზე უნდა ვიმუშავოთ, რათა შემდგომში არ გავიმეოროთ ისინი. როგორ ფიქრობთ, მეორე ტაიმში თქვენს გუნდს უბრალოდ ძალები დააკლდაი არა, ჩვენი გუნდი მზადაა მთელი ჩემპიონატისთვის და ფიზიკურ ფორმაზე დაბრალება არ შეიძლება. ინფორმაციის წყარო: As.com ავტორი - Faqo Oo
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ავტორი: ninikoa, თარიღი: 31-10-2010 17:27, კომენტარი: 190, სიახლე: 0
ავტორი: Barcaboy_15, თარიღი: 31-10-2010 20:16, კომენტარი: 37, სიახლე: 0
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE














--------------------
P.S. iker madloba bayerntan chadenili gmirobistvis!