1-2: "მილანი" "იუვენტუსთან" დამარცხდა

1-2: "მილანი" "იუვენტუსთან" დამარცხდა


კვალიარელასა და დელ პიეროს გოლებით ტურინის "იუვენტუსმა", მადრიდის "რეალის" ჩემპიონთა ლიგის მეტოქე – "მილანი", "სან სიროზე" დაამარცხა.

"მილანმა" "სან სიროზე" მარცხი განიცადა ტურინის "იუვენტუსისგან" (1:2). კვალიარელასა და დელ პიეროს გოლებით "ბებერმა სენიორამ" სამ ქულას გამოჰკრა ხელი. იბრაჰიმოვიჩმა მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე შეძლო ერთი ბურთის გაქვითვა. "როსონერი" მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა ქვეყნის ჩემპიონატში. ოთხშაბათს მათი მეტოქე მადრიდის "რეალია".

გაჩერება "სან სირო". "მილანი" საკუთარ მოედანზე "იუვენტუსთან" (1:2) მარცხდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის წინ. ეს მატჩი მნიშვნელოვანი იყო ალესანდრო დელ პიეროსთვის, რომელიც გუშინდელ საღამოს გატანილი გოლით, ტურინული კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 179 გოლით. მან ჯამპიერო ბონიპერტის გადაასწრო.

ანგარიში 24–ე წუთზე ფაბიო კვალიარელამ გახსნა, რომელმაც დე ჩელიეს ჩაწოდებულს, თავური დარტყმით უპასუხა. 65–ე წუთზე დელ პიერომ ანგარიში 0:2 გახადა.

შემდეგ მოედანზე კლარენს ზეედორფი შემოვიდა. მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა ლუკა ანტონინის გადაცემის შედეგად. "როსონერი" შემდეგ ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ "იუვენტუსი" მედგრად იდგა და სამი ქულაც მოიპოვა.

1-2: "მილანი" "იუვენტუსთან" დამარცხდა


მატჩის სტატისტიკა:

1 – "მილანი": აბიატი, ბონერა (აბატე, 35), ნესტა, პაპასტოპულოსი, ანტონინი, გატუზო, პირლო, ბოატენგი (ზეედორფი, 65), პატო (ინძაგი, 75), რობინიო, იბრაჰიმოვიჩი.

2 – "იუვენტუსი": სტორარი, მოტა, ბონუჩი, ლეგროტალიე, დე ჩელიე (პეპე, 41), ფელიპე მელო, მარტინესი (სისოკო, 56), აკვილანი, მარკიზიო, დელ პიერო (ამაური, 86), კვალიარელა.

გოლები: 0:1 – კვალიარელა (24), 0:2 – დელ პიერო (65), 1:2 – იბრაჰიმოვიჩი (82)


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
ავტორი - Faqo Oo

ტეგები -
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.

ავტორი: jinjo, თარიღი: 31-10-2010 16:45, კომენტარი: 5439, სიახლე: 0  
Friend
milans cudi periodi daudga mgoni wink


--------------------

ავტორი: Faqo Oo, თარიღი: 31-10-2010 19:30, კომენტარი: 3352, სიახლე: 7653  
Administrator
იუვესთან სულ უჭირთ ამათ.. no


--------------------

ავტორი: loki, თარიღი: 31-10-2010 22:02, კომენტარი: 659, სიახლე: 0  
Friend
kargia gamixarda ; ) ) ) )


--------------------

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მაიკონი
პიშჩეკი
კარვახალი
ისლა
უოლკერი
ირაოლა
ბოსინგვა

რეკლამა
მთვლელები
www.wsa.ge alt navige ქართული ვებ ჰოსტინგი