რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ბიელსას ექს–ასისტენტი: "მარსელოს "რეალში" იწვევდნენ, მაგრამ უარი თქვა"

ბიელსას ექს–ასისტენტი: "მარსელოს "რეალში" იწვევდნენ, მაგრამ უარი თქვა"

20-05-2015, 11:34
ავტორი: ZZ
ნახვა: 764
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ბიელსას ექს–ასისტენტი: "მარსელოს "რეალში" იწვევდნენ, მაგრამ უარი თქვა"
თავის დროზე "მარსელის" თავკაც მარსელო ბიელსას მადრიდის "რეალი" მთავარი მწვრთნელის პოსტს სთავაზობდა. ამის შესახებ არგენტინელი სპეციალისტის ექს–ასისტენტმა ლუის მარია ბონინიმ ისაუბრა...

ბონინის თქმით, ბიელსამ წინადადება მაშინ მიიღო, როცა არგენტინის ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვა.

"ბიელსას "რეალიდან" ერთ–ერთმა მნიშვნელოვანმა ფიგურამ დაურეკა, რომლის სახელსაც ვერ დავასახელებ. "სამეფო კლუბისთვის" უარის თქმა ძალიან რთული იყო, რადგან ამ გუნდის თავკაცობას ვინ არ ისურვებს? უარის თქმა მხოლოდ ბიელსას შეუძლია. მარსელომაც უარი თქვა, რადგან არ სურდა ხალხს ეფიქრა, რომ არგენტინის ნაკრები "რეალის" გამო მიატოვა" – განაცხადა ბონინიმ.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.