ბერლუსკონიმ ანჩელოტის "მილანში" დაბრუნება სთხოვა

ბერლუსკონიმ ანჩელოტის "მილანში" დაბრუნება სთხოვა

"მილანის" პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის ძალიან სურს, რომ მომავალ სეზონში მისი გუნდი კარლო ანჩელოტიმ გაწვრთნას...

დღეს, ერნესტო ბრონძეტი, რომელიც "როსონერის" სატრანსფერო საკითხების მმართველია, მადრიდის "რეალის" წარმომადგენლებს შეხვდება, რათა ანჩელოტისთან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებები გამართოს.

იტალიურ და ესპანურ პრესაში წერენ, რომ კარლოს "სამეფო კლუბიდან" გაშვებას უპირებენ. მის შემცვლელად კი "ნაპოლის" თავკაც რაფაელ ბენიტესს მოიაზრებენ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.