|
კარვალიო:"ჩვენი მიზანი G ჯგუფის ლიდერობაა"
![]() დილის ვარჯიშის შემდეგ, რიკარდო კარვალიომ პრესკონფერენცია გამართა. "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია G ჯგუფში ლიდერები ვიყოთ "მილანთან" თამაშის შემდეგ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე გავინაღდოთ ჯგუფში პირველი ადგილი. ამიტომ, "მილანთან" მატჩში მნიშვნელოვანია კარგი შედეგი. ჩვენ უკეთესნი ვიყავით "სანტიაგო ბერნაბეუზე", ვიდრე "როსონერი" და მათ სურთ დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ ჩვენი დამარცხება". ![]() "ვიცით, რომ გუშინ კარგად ვერ ვითამაშეთ, რადგან პირველად ჩვენ გაგვიტანეს. თუმცა, მთავარია მეორე ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ და საბოლოო ჯამში მოვიგეთ. ვცდილობთ, ერთმანეთი გავამხნევოთ გასახდელში და სწორედ ამიტომ დავიწყეთ მეორე ტაიმი უკეთესად. რონალდუს მეორე გოლი თავშეუკავებლად იმიტომ ავღნიშნე, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გოლი და არა იმიტომ, რომ გულშემატკივრები დამამცირებელ სიმღერებს მღეროდნენ კრიშტიანუს მისამართით". ![]() "მოკლე პერიოდში რონალდუმ მრავალი გოლი გაიტანა. მან თავდამსხმელად დაიწყო, მაგრამ მისი სტილი შეიცვალა. მას მუდმივად გააქვს და ეს ეხმარება მინდორზე თავდაჯერებულობაში". "ყველანი მოხარულნი ვართ ბენზემას გამო. დარწმუნებული ვარ, კარგ ფორმაში იმყოფება. ეს მნიშვნელოვანია მოთამაშისთვის. ეს მატჩები დაეხმარება მას თავდაჯერებულობაში. გუშინ მან ძალიან კარგად იასპარეზა და მისი მომზადებაც ასევე კარგია". ![]() "ბარსელონამ" მოუგო "სევილიას", მაგრამ ჩვენ მხოლოდ საკუთარ თამაშზე უნდა ვიფიქროთ და ვეცადოთ ყოველ მატჩში უკეთ გამოვიყურებოდეთ. ამ ეტაპზე ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ისინი და გვსურს ამის შენარჩუნება ყველა მატჩის მოგებით". ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com ავტორი - Faqo Oo
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ავტორი: nini_ninuci, თარიღი: 31-10-2010 20:22, კომენტარი: 1070, სიახლე: 2
ავტორი: Faqo Oo, თარიღი: 31-10-2010 20:25, კომენტარი: 3352, სიახლე: 7653
ავტორი: LuckY Madridista, თარიღი: 31-10-2010 20:31, კომენტარი: 3376, სიახლე: 297
ავტორი: Mirror., თარიღი: 01-11-2010 09:15, კომენტარი: 57, სიახლე: 0
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE























--------------------