"ერკულესი"–"რეალი". ტექსტური მიმოხილვა

"ერკულესი"–"რეალი". ტექსტური მიმოხილვა


კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი გოლები გაიტანა და "თეთრებს" გამარჯვება მოუტანა.

"ერკულესი"–"რეალი". ტექსტური მიმოხილვა


მადრიდის "რეალი" იძულებული გახდა მეორე ტაიმში შეხვედრა შემოეტრიალებინა. "ერკულესმა" სწრაფი გოლი გაიტანა, მაგრამ მადრიდელებმა შეხვედრის მეორე ნახევარში კრიშტიანუ რონალდუს დუბლისა და ანხელ დი მარიას გოლის წყალობით შეძლეს გამარჯვება.

"ერკულესი"–"რეალი". ტექსტური მიმოხილვა


მატჩი "რეალისთვის" საშინლად დაიწყო. კორტესის ჩაწოდების შემდეგ, დავიდ ტრეზეგემ თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. მან მადრიდელები შოკში ჩააგდო. ისინი რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ აზროვნებდნენ და "ერკულესიც" განაგრძობდა შეტევებს. ნელ–ნელა "რეალი" გამოცოცხლდა და კრიშტიანუ რონალდუმ მეტოქის დაცვა საგრძნობლად შეაწუხა. 23–ე წუთზე პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს გოლის გატანის ჩინებული შანსი ჰქონდა, მაგრამ კალატაიუდმა იხსნა გუნდი. იგუაინის დარტყმაც უშედეგო გამოდგა.

"ერკულესი"–"რეალი". ტექსტური მიმოხილვა


მეორე ტაიმის დაწყებიდან შვიდი წუთი იყო გასული, როცა კალატაიუდმა რონალდუს შორიდან დარტყმული მოიგერია, მაგრამ ანხელ დი მარიას დამატებულს ვერაფერი მოუხერხა და ანგარიშიც გათანაბრდა – 1:1. ამის შემდეგ, "ერკულესი" დაცვაში გამაგრდა. "რეალი" ქმნიდა და ქმნიდა მომენტებს, მაგრამ უშედეგოდ. ჟოზე მოურინიომ გარისკა და პეპეს ნაცვლად თამაშში ქარიმ ბენზემა ჩაერთო, ხოლო სამი ხედირამ დაცვითი ფუნქციები იტვირთა.

"ერკულესი"–"რეალი". ტექსტური მიმოხილვა


ფრანგმა ფორვარდმა გაამართლა მწვრთნელის ნდობა. 81–ე წუთზე მან მარსელოსგან მიიღო გადაცემა, დაარტყა, მაგრამ მეკარემ უკუაგდო ბურთი, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუმ დამატებაზე ივაჟკაცა და ანგარიშიც 1:2 გახდა. შემდეგ მოურინიომ ალბიოლი და არბელოა შესაბამისად იოზილისა და იგუაინის ნაცვლად შემოიყვანა. "ბლანკოსმა" კონტრშეტევებზე დაიწყო თამაში. ასეც მოხდა. ბენზემამ მიიღო ბურთი, წავიდა შეტევაში, გადააწოდა ბურთი რონალდუს, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია. პორტუგალიელმა ლა ლიგაში მე–11 გოლი გაიტანა.

"ერკულესი"–"რეალი". ტექსტური მიმოხილვა



მატჩის გმირები


"ერკულესი"–"რეალი". ტექსტური მიმოხილვა


კრიშტიანუ რონალდუ


"ერკულესი"–"რეალი". ტექსტური მიმოხილვა


ქარიმ ბენზემა



ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
ავტორი - Faqo Oo

ტეგები -
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.

ავტორი: nini_ninuci, თარიღი: 31-10-2010 20:09, კომენტარი: 1070, სიახლე: 2  
V.I.P
შესანიშნავი მიმოხილვაა love . ჩემი გმირია რონიი და კარგად ითამაშა ბენზემამ eyes ეს ძალიან სჭირდებოდა ,გამოცოცხლდა

ავტორი: Faqo Oo, თარიღი: 31-10-2010 20:45, კომენტარი: 3352, სიახლე: 7653  
Administrator
SANI,
ოფიციალურ საიტზე.. fellow


--------------------

ავტორი: loki, თარიღი: 31-10-2010 22:05, კომენტარი: 659, სიახლე: 0  
Friend
ssagol faqooo..sheni fani var : ) ) ) ) rmfc


--------------------

ავტორი: Faqo Oo, თარიღი: 31-10-2010 22:25, კომენტარი: 3352, სიახლე: 7653  
Administrator
loki,
wink fellow


--------------------

ავტორი: t_i_l_i_k_o, თარიღი: 31-10-2010 22:33, კომენტარი: 382, სიახლე: 0  
User
es sapasportos fotoebiaa xo? :D:D

ავტორი: Mirror., თარიღი: 01-11-2010 09:14, კომენტარი: 57, სიახლე: 0  
User
raoo vin aris mxeci is invalidi messii tu giji ronlaod aaaa?

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მაიკონი
პიშჩეკი
კარვახალი
ისლა
უოლკერი
ირაოლა
ბოსინგვა

რეკლამა
მთვლელები
www.wsa.ge alt navige ქართული ვებ ჰოსტინგი