"რეალმა" ლენოს დაუმიზნა

"რეალმა" ლენოს დაუმიზნა

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას სეზონის ბოლოს ახალი გოლკიპერის შეძენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი...

"სამეფო კლუბისთვის" პრიორიტეტული "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერ დავიდ დე ხეას შეძენაა. თუმცა, კლუბში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ეს ტრანსფერი ჩაიშალოს. მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში "რეალს" გეგმა B აქვს. მადრიდელები ლევერკუზენის "ბაიერის" გოლკიპერ ბერნდ ლენოს გადაბირებას შეეცდებიან.

თუმცა, მადრიდულ გრანდში ლენოს შეძენას ყველა ვარიანტში გეგმავენ. მაშინაც კი, თუ კლუბის რიგებს დავიდ დე ხეა შეავსებს. "რეალის" წარმომადგენლები ბერნდს უკვე დაუკავშირდნენ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.