|
"კასტილიელთა" კომენტარი "ალკალასთან" მატჩის შემდეგ
![]() "კასტილიას" ფეხბურთელებმა – ალვარო მორატამ, ხორხე კასადომ და პაბლო სარაბიამ, "ალკალასთან" (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ, თავიანთი აზრი გამოხატეს შეხვედრასთან დაკავშირებით. ალვარო მორატა: "გუნდი ძალიან კარგად გამოიყურებოდა პირველ ტაიმში, მაგრამ საგოლე მომენტების მიუხედავად, არ გვიმართლებდა. მიუხედავად უიღბლობისა, ისევ იმედიანად ვართ. წინ მრავალი თამაშია და იმედია მათგან ბევრს მოვიგებთ". ![]() ხორხე კასადო: "მთლიანობაში, კარგი თამაში იყო. ჩვენ გვქონდა შანსები. ორი ჩერიშევს და ორიც მორატას. მეტოქემ საკმაოდ კარგად დაიწყო თამაში. მათი დარტყმის შემდეგ მე მომხვდა ბურთი, შემდეგ შეიცვალა მიმართულება, ხესუსი დაიბნა და გოლიც გავიდა. ვიმედოვნებ, მომავალ კვირას შევძლებთ მოგებას და სამი ქულის მოპოვებას". ![]() პაბლო სარაბია: "პირველივე ტაიმში შეგვეძლო შეხვედრის ბედის გადაწყვეტა, მაგრამ არ გვიმართლებდა. სამწუხაროდ, საკუთარ კარში მივიღეთ გოლი. აუცილებლად უნდა მოგვეგო შეხვედრა, რადგან საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით, თუმცა, ვერ მოვახერხეთ გამარჯვება. ქულაც კარგი შედეგია". ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com ავტორი - Faqo Oo
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE















--------------------