MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ნავასი თუ კასილია? დილემა ბენიტესისთვის

კატეგორია: სიახლეები, ბლოგი თარიღი: 18-08-2015, 17:14
ნავასი თუ კასილია? დილემა ბენიტესისთვის

რაფაელ ბენიტესს უკვე მალე მოუწევს იმის გადაწყვეტა, თუ ვინ იქნება გუნდის ძირითადი გოლკიპერი. მოსამზადებელი ეტაპის დროს ორივე მეკარემ თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა. ახლა ყველაფერი მხოლოდ მწვრთნელის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული...

ლა ლიგის დაწყებამდე ერთ კვირაზე ნაკლები დარჩა და დიდი ალბათობით, ხიხონის "სპორტინგთან" მატჩში სასტარტო შემადგენლობაში კეილორ ნავასს ვიხილავთ, მაგრამ როდემდე იქნება მეკარის საკითხი გაურკვეველი, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ზემოთ ითქვა, ორივე მეკარეს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. თუმცა, მათ ერთი რამ აერთიანებთ: ორივეს შეგვიძლია საიმედო ვუწოდოთ. კიკო მთელ საჯარიმოში ძალიან დამაჯერებლად თამაშობს და საჰაერო ბურთებზე შესანიშნავია. თავის მხრივ, კეილორს საოცარი რეაქცია აქვს, რომლის წყალობითაც შეუძლია გაუმკლავდეს როგორც შორეულ, ასევე ახლო დარტყმებს. კოსტა-რიკელმა თავისი შესაძლებლობები "Audi Cup"-ზე "ბაიერნთან" გამართულ მატჩში დაამტკიცა.

ორივე მეკარე საკმარისად მაღალი დონისაა და ბენიტესს მათგან ერთ-ერთის არჩევა გაუჭირდება. თუმცა, მას შეუძლია თავის კოლეგებს მიბაძოს. გასულ სეზონში მსგავსი სიტუაცია "ბარსელონაში" იყო და ლუის ენრიკე ორივე კიპერს იყენებდა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, თუ გუნდში დავიდ დე ხეა მოვიდა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება.

რაფა ბენიტესი კეილორ ნავასს სრულ ნდობას უცხადებს

სიტუაცია, რომელშიც ახლა კეილორ ნავასი აღმოჩნდა, ზღაპრულ სიზმარს ჰგავს, სადაც ის მოულოდნელად მადრიდის "რეალის" ძირითად გოლკიპერად იქცა. თუმცა, ამაში საოცარი არაფერია, რადგან მან მოსამზადებელი ეტაპი სტაბილურად ჩაატარა და სწორედ...

კეილორ ნავასი ლა ლიგას ძირითადი გოლკიპერის სტატუსით დაიწყებს

რაფაელ ბენიტესმა ლა ლიგის პირველ ტურში ხიხონის "სპორტინგთან" გასამართი მატჩისთვის გადაწყვიტა, რომ გუნდის კარს კეილორ ნავასი დაიცავს. თუმცა, არ არის გამორიცხული დავიდ დე ხეას შესაძლო ტრანსფერმა ესპანელი სპეციალისტის გეგმებში...

კიდევ ერთი შანსი ისკოსთვის

ნახევარმცველს თავის გამოჩენის სურვილი აქვს......

კაზემირო და ილიარა – ერთ–ერთი გუნდს დატოვებს

გაუგებარი სიტუაცია ნახევარდაცვაში......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

05.05.2019 18:15


1 - 0

28.04.2019 22:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.