რთული სეზონი ედეგორისთვის

რთული სეზონი ედეგორისთვის

ნორვეგიელს ახალ გარემოსთან ადაპტირება უჭირს...

მარტინ ედეგორის მადრიდულ მომავალთან დაკავშირებით ეჭვებია შექმნილი, რადგან ნორვეგიელმა ტალანტმა ესპანეთში ადაპტირება კვლავ ვერ გაიარა. კლუბში ამ სიტუაციით შეწუხებულნი არიან და გამოსავლის პოვნას ცდილობენ. სეზონის შედეგებით "კასტილიამ" სეგუნდაში დაწინაურება ვერ მოახერხა. ამიტომ, სრულიად შესაძლებელია ედეგორი არენდით სხვა კლუბში გადაბარგდეს. მარტინის ახალი გუნდი შესაძლოა სეგუნდას ან ლა ლიგის წარმომადგენელი გახდეს. მიუხედავად ამისა, კლუბში თვლიან, რომ ედეგორისთვის საუკეთესო ვარიანტი "კასტილიაში" დარჩენა და ძირითადი შემადგენლობის წევრობა იქნება.

ნათელი იყო, რომ ედეგორს თავიდან გაუჭირდებოდა, მაგრამ "რეალში" იმედი ჰქონდათ, რომ ნორვეგიელი ადაპტაციას უფრო სწრაფად გაივლიდა. ჩრდილოეთიდან სამხრეთში გადაბარგებამ მარტინის თამაშზე მთელი სეზონის განმავლობაში იმოქმედა, მაგრამ მის პირველ სეზონს არ შეგვიძლია ჩაგდებული ვუწოდოთ. ედეგორი თავის სიტყვას კვლავ იტყვის.

"სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა შიშობს, რომ მარტინისთვის კიდევ ერთ ახალ კლუბში და გარემოში გადაბარგება მასზე უარყოფითად იმოქმედებს. მადრიდში ნორვეგიელის პროგრესს მოუთმენლად ელოდებიან.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.