მარსელო იუბილარია

მარსელო იუბილარია

ბრაზილიელ მცველს 27 წელი შეუსრულდა...

მარსელო ვიეირა და სილვა 1988 წლის 12 მაისს რიო–დე–ჟანეიროში (ბრაზილია) დაიბადა. ის "რეალში" მეცხრე სეზონს ატარებს და გუნდში ერთ–ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია. მადრიდულ გრანდში მან 317 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.

მარსელომ "სამეფო კლუბის" რიგებში პირველი მატჩი 2007 წლის 7 იანვარს ლა–კორუნიის "დეპორტივოსთან" სტადიონ "რიასორზე" ჩაატარა. მაშინ ბრაზილიელი 18 წლის იყო. მან "რეალთან" ერთად 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 მსოფლიო საკლუბო მუნდიალი, 1 "უეფას" სუპერთასი, 3 ლა ლიგა, 2 სამეფო თასი და 2 ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

ამჟამად მარსელო კლუბის ისტორიაში მეოთხე ლეგიონერია, რომელსაც ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. ის ამ მაჩვენებლით მხოლოდ რობერტო კარლოსს, ალფრედო დი სტეფანოსა და ხოსე სანტამარიას ჩამორჩება.

კომენტარი 1

Офлайн
love MARCELO love imedia aq daamtavreb karieras :D CANCARA winked
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.