MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ანჩელოტი: "წინათგრძნობა მაქვს, რომ "რეალში" დავრჩები"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ლა ლიგა თარიღი: 22-05-2015, 16:17
ანჩელოტი: "წინათგრძნობა მაქვს, რომ "რეალში" დავრჩები"

კარლო ანჩელოტი "ხეტაფესთან" მატჩის წინ...

თავის მომავალზე

"ამ საკითხზე კლუბთან არ გვისაუბრია, რადგან ხელმძღვანელობასთან შეხვედრა სეზონის დასრულების შემდეგაა დაგეგმილი. მადრიდის "რეალში" მანამ დავრჩები, სანამ გათავისუფლების თაობაზე პირადად არ მაცნობებენ".

თავის ასისტენტებზე

"ჩემს სამწვრთნელო შტაბში საუკეთესო სპეციალისტები არიან და მათში ეჭვი არ მეპარება. ამ ადამიანების მჯერა, რადგან კარიერაში ყველაფერს მათთან ერთად მივაღწიე. ისინი პლანეტაზე საუკეთესო სპეციალისტები არიან".

თავის შემცვლელებზე

"არ მიკვირს, რომ ამ საკითხზე ყველგან საუბრობენ. ასეთია თანამედროვე მსოფლიო. ყოველ წელს ერთი და იგივე ხდება. მე ის გამიკვირდებოდა, ვინმეს ეს ჭორები რომ გაკვირვებოდა".

გუნდის ფიზიკურ მდგომარეობაზე

"წლევანდელ სეზონში გუნდს უკეთესი ფიზიკური მომზადება ჰქონდა, ვიდრე გასულ სეზონში. თებერვალში მრავალრიცხოვანი ტრავმის გამო რთული პერიოდი გვქონდა. შემდეგ გუნდი კვლავ ფორმაში ჩადგა. ფიზიკური ფორმის თვალსაზრისით, თებერვალი ყველაზე უიღბლო თვე იყო".

პერესთან ურთიერთობაზე

"პრეზიდენტთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და მუდამ ასე იქნება. როგორც ყოველთვის, გუნდს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი და ფლორენტინოს ურთიერთობა არ შეიცვლება. თუ დავრჩები, ბედნიერი ვიქნები, რადგან ეს ძალიან მსურს. თუ წავალ, გუნდთან ერთად გატარებულ 2 სეზონს თბილად გავიხსენებ. ეს ფანტასტიური პერიოდი იყო, რადგან ამ კლუბის ისტორიაში დიდებული მომენტების ნაწილი გავხდი".

რონალდუს სტატისტიკაზე

"მის გოლებს ვეღარ ვითვლი. კრიშტიანუმ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო და მისგან მეტის მოთხოვნა შეუძლებელია".

წინათგრძნობა თავის მომავალზე

"წინათგრძნობა მაქვს, რომ "რეალში" დავრჩები. ვფიქრობ, გუნდი პროგრესირებს და მასში ნორმალური სიტუაციაა. მე ოცნებები, სურვილები და ნდობა მაქვს. მე ეს კლუბი და მისი ფეხბურთელები მომწონს".

სეზონის შედეგებზე

"ამ სეზონის ანალიზი გავაკეთეთ. რაღაცები შესაცვლელია, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე დეტალებია. თებერვალში გარკვეული სირთულეები შეგვხვდა, მაგრამ ჩემი ფილოსოფიით ვმუშაობდი, რომელიც ვფიქრობ, რომ სწორია".

ფეხბურთელების სიტყვებზე

"ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ თბილად მეპყრობიან, მაგრამ მათ ჩემს მომავალზე არ უნდა იზრუნონ. ასეთი გადაწყვეტილებები კლუბის ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს".

უახლოეს გეგმებზე

"გარკვეულ დროს მადრიდში გავატარებ. შვებულებაში გასვლას არ ვჩქარობ".

ფეხბურთელებთან რბილ მოპყრობაზე

"ვცდილობ ჩემს შეგირდებთან ვიმუშავო, მათ ჩემი იდეები გავაცნო, რომელიც ჩემს ხასიათზეა დაფუძნებული".

პირადი მუშაობის შეფასება

"საჯაროდ პირადი მუშაობის შეფასების საჭიროებას ვერ ვხედავ. ეს კლუბის ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს. მთავარი ეს არის. 2 შესანიშნავი სეზონი გვქონდა. პირველ სეზონში ტიტულები მოვიგეთ და რეკორდებიც იყო. ბოლო თვეებში უკეთ ასპარეზობა შეგვეძლო, მაგრამ სეზონის მიწურულს პრობლემები შეგვექმნა. ტიტულებისთვის ბოლომდე ვიბრძოდით, მაგრამ მათი მოპოვება ვერ შევძელით".

პოგბაზე

"ის შესანიშნავი ახალგაზრდაა, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. პოლის გადაბირება ნებისმიერ გუნდს სურს. პოგბა ევროპის ერთ–ერთი ყველაზე დიდი ტალანტია".

კასილასზე

"იკერს დარჩენა სურს და ამ ფაქტით ყველანი მოხარულნი ვართ".
jinjo 22 მაი 2015 18:59

ikeri datovet minimum 1weli mainc tundac shecvlebze iyos
da karlo unda darches am kacma mouriniom rac moigo 3 weli amas 1 welshi meti moigo da imsaxurebs met dros

ანჩელოტის მომავალი კვლავ გაურკვეველია

მადრიდის "რეალი" მთავარი მწვრთნელის საკითხზე დუმილს ინარჩუნებს. გავრცელებული ინფორმაციით, კარლო ანჩელოტის კლუბის გადაწყვეტილების შესახებ უკვე სამშაბათს უნდა სცოდნოდა. თუმცა, იტალიელს არანაირი ინფორმაცია არ მიუღია. ხვალ "სამეფო...

ანჩელოტი: "გუნდმა შესაბამისი განწყობით ითამაშა"

კარლო ანჩელოტი "ესპანიოლთან" (1:4) მატჩის შემდეგ......

ფაულერი: "იმედი მაქვს, ბეილი "რეალში" დარჩება"

"ლივერპულის" ექს–ფორვარდმა რობი ფაულერმა გარეთ ბეილი დაიცვა, რომელსაც ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად აკრიტიკებენ......

ანჩელოტი: "ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო"

კარლო ანჩელოტი "იუვენტუსთან" (1:1) ჩატარებული საპასუხო მატჩის შემდეგ......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.