MADRIDISTA.GE

Real Madrid News

რაფა ბენიტესი: "ოპტიმისტად ვრჩები"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ლა ლიგა თარიღი: 24-08-2015, 12:49
რაფა ბენიტესი: "ოპტიმისტად ვრჩები"

რაფა ბენიტესი ხიხონის "სპორტინგთან" (0:0) მატჩის შემდეგ...

"ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა. სწრაფი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა და მომენტები გამოგვეყენებინა. ბევრი დარტყმა განვახორციელეთ, მაგრამ სიზუსტე გვაკლდა. პირველ ტაიმში მეტოქეს შეტევების საშუალება მივეცით. ამ ასპექტებზე უნდა ვიმუშავოთ".

"გუნდმა წარუმატებელ პირველ ტაიმზე კარგი რეაგირება მოახდინა. ხასიათი და ინდივიდუალურობა გამოვავლინეთ. მეორე ტაიმში ჩვენს წინაშე გუნდი წარსდგა, რომელსაც გამარჯვებისკენ სწრაფვა ჰქონდა. შეტევების ფინალურ ფაზაში გადამწყვეტი დარტყმა გვაკლდა".

"მეტოქე ჩვენ გველოდებოდა და პერიოდულად თავისი შეტევების ორგანიზებასაც ცდილობდა. მთლიანობაში, ხიხონელებმა კარგად და სუფთად ითამაშეს. საბოლოო შედეგი "სპორტინგის" ფეხბურთელთა დამსახურებაა".

"ჩვენს შემტევებს სივრცე ესაჭიროებათ, რათა თავიანთი საქმე შეასრულონ. ჩვენი გუნდის შეტევებში ბევრი კომბინაცია დავინახეთ, მაგრამ სივრცე გვაკლდა".

"ჩემთვის ნათელია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. გუნდმა გასული სეზონიც გამარჯვების გარეშე დაიწყო (ბენიტესი შეცდა, რადგან "რეალმა" "კორდობა" 2:0 დაამარცხა). მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ, ვიდრე პირველი. ბევრი სამუშაო გვაქვს, მე კი ოპტიმისტად ვრჩები".
james rodriguez 24 აგვისტო 2015 16:26

shen chems yledac rchebi
M5..... 24 აგვისტო 2015 19:52

shen vinc mogiyvana magari kutua

რაფა ბენიტესი: "ჩვენი თამაშით არცთუ ისე კმაყოფილები ვართ"

"ვალერენგასთან" (0:0) ფრედ დასრულებული ამხანაგური მატჩის შემდეგ, რაფა ბენიტესი მედიას გაესაუბრა......

ბენიტესი: "თუ ახალი ფეხბურთელი მოვა, ის იმათზე უკეთესი უნდა იყოს, ვინც ამჟამად გვყავს"

რაფა ბენიტესმა "მილანთან" გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

მოდრიჩმა მარჯვენა ფეხზე ტკივილი კვლავ იგრძნო

"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში ლუკა მოდრიჩმა დელფისგან ფეხში ძლიერი დარტყმა მიიღო......

პელეგრინი: "ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა"

"მანჩესტერ სიტის" თავკაცი მანუელ პელეგრინი, მადრიდის "რეალთან" (1:4) მარცხს გამოეხმაურა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.