რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » დენის ჩერიშევი თავისი მდგომარეობით იმედგაცრუებულია

დენის ჩერიშევი თავისი მდგომარეობით იმედგაცრუებულია

26-08-2015, 17:06
ავტორი: ZZ
ნახვა: 784
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
დენის ჩერიშევი თავისი მდგომარეობით იმედგაცრუებულია
რაფა ბენიტესმა ხიხონის "სპორტინგთან" შეხვედრაში დენის ჩერიშევი განაცხადს მიღმა დატოვა. თუმცა, ესპანელ მწვრთნელს ფეხბურთელთან მიზეზებზე არ უსაუბრია. ესპანური პრესის ინფორმაციით, "ვალენსია" მადრიდულ გრანდთან რუსი ნახევარმცველის შეძენის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს...

ჩერიშევი თვლიდა, რომ შეტევის მარცხენა ფლანგზე კრიშტიანუ რონალდუს კარგი შემცვლელი იქნებოდა, რის გამოც მთელი მოსამზადებელი ეტაპის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა. თუმცა, ბენიტესმა რუსი ფეხბურთელი ლა ლიგის პირველი მატჩის განაცხადშიც არ შეიყვანა. რა თქმა უნდა, დენისი იმედგაცრუებული დარჩა, როცა განაცხადში თავისი გვარი ვერ იპოვნა. ზაფხულში ჩატარებული შრომა წყალში ჩაიყარა.

საინტერესოა, რომ მატეო კოვაჩიჩი, რომელიც კლუბში ახლახანს გადაბარგდა და თანაგუნდელებთან ნორმალური კონტაქტიც არ ჰქონია, გუნდთან ერთად ხიხონში ჩაფრინდა. მას შემდეგ, ბენიტესს ჩერიშევთან არ უსაუბრია, რაც საკმაოდ უცნაურია.
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.