რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ბუტრაგენიო: "ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ"

ბუტრაგენიო: "ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ"

28-08-2015, 03:14
ავტორი: ZZ
ნახვა: 685
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ბუტრაგენიო: "ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ"
ემილიო ბუტრაგენიო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შემდეგ...

"ჯერჯერობით ადრეა იმაზე საუბარი, გაგვიმართლა თუ არა ჯგუფის მხრივ. "პსჟ"-მ ბოლო წლებში ძალიან მოუმატა. ისინი შესანიშნავ ფეხბურთელებს ყიდულობენ და მუდამ გუნდის გაძლიერებაზე არიან ორიენტირებულნი. მათ შესანიშნავი ფეხბურთელები მხოლოდ ძირითად შემადგენლობაში არ ჰყავთ. პარიზელთა სათადარიგოთა სკამიც ძლიერია. "პსჟ"-სთან თამაში ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენც კარგი გუნდი გვყავს. "შახტარი" ჩემპიონთა ლიგაზე რეგულარულად ასპარეზობს. დონეცკელებს ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ. ჩვენ გასვლით მატჩზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. "მალმიოსაც" კარგი გუნდი ჰყავს. მათ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრამდე გათამაშებას გლაზგოს "სელტიკი" გამოთიშეს. მათ სტადიონზეც რთული დაპირისპირება გველოდება".

"ჯგუფში აუცილებლად პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ, რადგან, თუ ეს არ გამოგვივა, პლეი-ოფის კენჭისყრა ძალიან რთული იქნება. კალენდარი მოდუნების საშუალებას არ მოგვცემს. მითუმეტეს, ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი შესაძლოა მოკლე დროში დაშვებული შეცდომის გამო დაისაჯოს".

"რაც შეეხება ანხელ დი მარიას, მან "რეალს" ბევრი გამარჯვება მოუტანა. ჩვენ ის გვიყვარს. "პორტუსა" და "ჩელსის" შორის გასამართი მატჩი არ გვაღელვებს. იკერი ჩვენი კლუბის ლეგენდაა. ის "რეალის" გულშემატკივართა გულში მუდამ იქნება. მოურინიომ ჩვენს გუნდში კარგი სამუშაო შეასრულა. ამიტომ, ჩვენ მასაც წარმატებებს ვუსურვებთ".
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.