რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » ტომას რონსერო: "და ისევ პარიზი"

ტომას რონსერო: "და ისევ პარიზი"

28-08-2015, 18:34
ავტორი: ZZ
ნახვა: 1095
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ტომას რონსერო: "და ისევ პარიზი"
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, "პსჟ"-ს ოფიციალურ საიტზე 1992/93 წლების სეზონის "უეფას" თასის მეოთხედფინალურ დაპირისპირებას იხსენებდნენ, სადაც პარიზელები "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1:3 დამარცხდნენ, შინ კი 4:1 გაიმარჯვეს და ნახევარფინალში გავიდნენ. ის დაპირისპირება ძალიან კარგად მახსოვს, რადგან "რეალის" სხვა გულშემატკივრებთან ერთად ძველი "პარკ დე პრენსის" ტრიბუნებზე ვიმყოფებოდი. ახლაც მახსოვს ივან სამორანოს გოლი, რომელმაც ანგარიში 3:1 გახადა და იმედი მოგვცა. თუმცა, ანტუან კომბუარემ მეოთხე გოლი გაიტანა და იმ საღამოს "რეალი" დაასამარა.

თუმცა, პარიზელთა ადგილას არ ვიტრაბახებდი. ბოლოსდაბოლოს, ტიტულების დათვლა რომ დავიწყოთ, უპირატესობა "პსჟ"-ს მხარეს ნამდვილად არ იქნება. ამჟამად "პსჟ" სუპერკლუბობაზე აცხადებს პრეტენზიას. ეს არაბი მფლობელის ფულის ხარჯზეა და არა დიდი ისტორიის, რომელშიც ჩემპიონთა თასის არცერთი ფინალია.

კვლავ ძალიან მსურს ანხელ დი მარიას ხილვა და მის მიერ "რეალის" მაისურით ჩატარებული დიდებული მატჩების გახსენება: "მესტალიაზე" "ბარსელონასთან" და ლისაბონში "ატლეტიკოსთან". მან შეცდომა დაუშვა, "სამეფო კლუბი" დატოვა და ვფიქრობ, ის ამას სხვებზე უკეთ აცნობიერებს.

ჯგუფში კიდევ ერთი საკმაოდ რთული მეტოქე გველოდება. საუბარია დონეცკის "შახტარზე", რომელიც უკრაინაში არსებული საომარი მოქმედებების გამო საკუთარი მოედნის გარეშე დარჩა და იძულებულია საშინაო მატჩები სხვა ქალაქში და სხვა სტადიონზე ჩაატაროს. თუმცა, ეს გამოცდილი და კვალიფიცირებული გუნდია, რომელიც ტექნიკური ბრაზილიელებითაა დაკომპლექტებული. მათ წინააღმდეგ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვდუნდეთ.

იმ როლს, რომელსაც გასული სეზონის ჯგუფურ ეტაპზე "ლუდოგორეცი" ასრულებდა, წელს შვედური "მალმიო" შეასრულებს, რომელიც ერთი შეხედვით საფეხბურთო ჯუჯას წარმოადგენს. 1979 წელს "მალმიო" ჩემპიონთა თასის ფინალში ასპარეზობდა, სადაც "ნოტინგემ ფორესტთან" 0:1 დამარცხდა.

ვფიქრობ, მადრიდისტებისთვის წლევანდელ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაპირისპირება იქნება, რომელშიც "რეალი" არ მიიღებს მონაწილეობას. საუბარია ჟოზე მოურინიოს "ჩელსისა" და "პორტუს" დაპირისპირებაზე, რომლის კარსაც იკერ კასილასი იცავს. ამ შეხვედრებში ჩვენ "დრაკონები" უნდა გავხდეთ.


ტომას რონსერო - გაზეთ AS-ის ჟურნალისტი.
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.