რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » რაფა ბენიტესი: "გუნდით აღფრთოვანებული ვარ"

რაფა ბენიტესი: "გუნდით აღფრთოვანებული ვარ"

30-08-2015, 14:37
ავტორი: ZZ
ნახვა: 1264
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
რაფა ბენიტესი: "გუნდით აღფრთოვანებული ვარ"
რაფა ბენიტესმა "ბეტისთან" (5:0) მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

თამაშზე

"ჩემი ფეხბურთელების თამაშით აღფრთოვანებული ვარ. მომატების შესაძლებლობა მუდამ არის და დღეს დავამტკიცეთ, რომ გუნდს შედეგიანობის თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ აქვს. დღეს ყველამ კარგად ითამაშა. ბეილი, ხამესი, ბენზემა შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. კრიშტიანუმ კარის მიმართულებით ყველაზე მეტი დარტყმა განახორციელა. ასევე, არ შემიძლია კეილორ ნავასის თამაში არ გამოვყო, რომელიც მატჩის ერთ-ერთ გმირად იქცა. თუმცა, სიმართლე გითხრათ, უფრო ის სიტუაცია მომწონს, როცა ჩვენს გოლკიპერს სამუშაო საერთოდ არ აქვს. დღევანდელ მატჩში გუნდის მთავარი ტაქტიკური ამოცანა დაცვასა და შეტევას შორის ბალანსის პოვნა იყო. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა დიდი მუშაობის შედეგია. როცა ყველაფერი გამოგდის, როცა ყველაფერი კარგად მიდის, ბევრი საუბრის და ახსნი-განმარტების საჭიროება არ არის".

პოზიტიურ და ნეგატიურ მომენტებზე

"მთავარი პოზიტიური მომენტი იმაში მდგომარეობდა, რომ თამაშზე კონტროლი პირველ ხუთ წუთში დაგვეწესებინა. რაც შეეხება ნეგატიურ მომენტებს, ეს ჩვენს კართან შექმნილ ორ-სამ მომენტს ეხება, ამან კი პენალტი გამოიწვია. დღეს ჩვენს ქმედებებში უფრო მეტი პოზიტივი იყო, ვიდრე ნეგატივი. მეტოქის კარში გატანილი ხუთი გოლი კარგი მაჩვენებელია".

ლუკა მოდრიჩზე

"მასთან დაკავშირებით არაფერია სანერვიულო. მას მტკივნეული, მაგრამ არასახიფათო დაზიანება აქვს. ცვლილებები მხოლოდ ტაქტიკური გადაადგილებებისთვის არ არის. საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია არ გავრისკოთ და ფეხბურთელი მინდვრიდან დროულად გავიყვანოთ".

საუკეთესო გოლზე

"ჩემთვის ჩემი გუნდის მიერ გატანილი ყველა გოლი საუკეთესოა".

ხამესზე

"მასში ეჭვი არასოდეს მეპარებოდა. უბრალოდ, ის გუნდს სხვებზე გვიან შეუერთდა. ამიტომ, მას ოპტიმალურ ფორმაში ჩასადგომად მეტი დრო დასჭირდა. ხამესის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მქონია და არც მაქვს. მისი კლასი არანაირ ეჭვს არ იწვევს".

კრიშტიანუზე

"მან, ხიხონში ჩატარებული მატჩის მსგავსად, კარისკენ ყველაზე მეტი დარტყმა განახორციელა და ეს ძალიან პოზიტიური მომენტია. ეჭვგარეშეა, რომ ის ბევრ გოლს გაიტანს".

ტაქტიკაზე

"ჩვენი ტაქტიკური სქემის ცვლილებას ვახდენთ. ამ მხრივ, ესპანეთში უფრო სიმარტივეა, ვიდრე იტალიაში. იქ მუდამ უნდა ახსნა, რატომ ცვლი სათამაშო სქემას. ვფიქრობ, მთავარი სათამაშო ბალანსია და არა სქემა".
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.