რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » დე ხეას ტრანსფერი ჩაშლის პირასაა. ნავასს გუნდის დატოვება არ სურს

დე ხეას ტრანსფერი ჩაშლის პირასაა. ნავასს გუნდის დატოვება არ სურს

31-08-2015, 03:21
ავტორი: ZZ
ნახვა: 1208
კომენტარი: 1
საბეჭდი ვერსია
დე ხეას ტრანსფერი ჩაშლის პირასაა. ნავასს გუნდის დატოვება არ სურს
კოსტა-რიკელი გოლკიპერი შაბათს ჩატარებული თავისი თამაშით ძალიან კმაყოფილია და რაფა ბენიტესის გუნდში თავის დამკვიდრება სურს...

Cadena SER-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავიდ დე ხეას მადრიდის "რეალში" გადაბარგებას კვლავ საფრთხე შეექმნა. საქმე იმაშია, რომ კეილორ ნავასს "სამეფო კლუბის" დატოვების სურვილი არ აქვს. მადრიდულ გრანდს დე ხეას წარდგენა სამშაბათს სურდა. კოსტა-რიკელი გოლკიპერი შაბათს ჩატარებული თავისი თამაშით ძალიან კმაყოფილია, გულშემატკივრებისგან მხარდაჭერას გრძნობს და ბენიტესის გუნდში თავის დამკვიდრება სურს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ნავასი კოსტა-რიკის ნაკრებს არ შეუერთდა, რადგან თავისი მომავლის გადაწყვეტას ელოდება. გოლკიპერის სურვილია საბოლოოდ გაიგოს, რომელ გუნდში იასპარეზებს ახალ სეზონში. მას იმედი აქვს, რომ ეს გუნდი "რეალი" იქნება.
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.
კომენტარები (1)
Offline Offline kroos-8 31 აგვისტო 2015 09:01
dzaan arasworad eqcevian am kacs.
tu dexea moyavdat kiko ra jandabat undodat?
          1

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.