რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » ბართომეუ: ""რეალი" დღემდე ვერ ეგუება იმას, რომ ნეიმარმა "ბარსელონა" აირჩია"

ბართომეუ: ""რეალი" დღემდე ვერ ეგუება იმას, რომ ნეიმარმა "ბარსელონა" აირჩია"

2-09-2015, 04:05
ავტორი: ZZ
ნახვა: 1298
კომენტარი: 1
საბეჭდი ვერსია
ბართომეუ: ""რეალი" დღემდე ვერ ეგუება იმას, რომ ნეიმარმა "ბარსელონა" აირჩია"
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი თვლის, რომ მადრიდის "რეალი" კვლავ ვერ ეგუება ნეიმარის "ბლაუგრანაში" გადაბარგების ფაქტს...

კატალონიელებმა განაცხადეს, რომ 2013 წელს ნეიმარის სანაცვლოდ 57,1 მლნ. ევრო გადაიხადეს. თუმცა, ესპანეთის პროკურატურის ინფორმაციით, სატრანსფერო ღირებულებამ 94,8 მლნ. ევრო შეადგინა. ამ მომენტისათვის გამოძიება გრძელდება.

"მადრიდში დღემდე ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ ნეიმარმა "ბარსელონა" აირჩია. სწორედ ამიტომ, ისინი ცდილობენ ჩვენს კლუბს და პირადად ბრაზილიელ ფეხბურთელს პრობლემები შეუქმნან. ვნახოთ, რას გადაწყვეტს სასამართლო, მაგრამ მე "ბარსელონასა" და მისი ფეხბურთელების ინტერესების დაცვით არასდროს დავიღლები".

"კონტრაქტის გახანგრძლივება? არა, ნეიმართან ამ საკითხზე მოლაპარაკებები კვლავ არ დაგვიწყია"
- განაცხადა ბართომეუმ.
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.
კომენტარები (1)
Offline Offline Ani rachveli 2 სექტემბერი 2015 14:36
Martla magari kacia nei magram ar mgonia ....realma ver moinelos.mitumetes mas shemdeg rac barca airchia....
          1

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.