რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » იკერ კასილასი: "დე ხეა საუკეთესოს იმსახურებს"

იკერ კასილასი: "დე ხეა საუკეთესოს იმსახურებს"

2-09-2015, 17:50
ავტორი: ZZ
ნახვა: 936
კომენტარი: 1
საბეჭდი ვერსია
იკერ კასილასი: "დე ხეა საუკეთესოს იმსახურებს"
სარეკლამო ღონისძიების დროს, მადრიდის "რეალის" ექს-გოლკიპერმა იკერ კასილასმა, დავიდ დე ხეას არშემდგარ ტრანსფერს კომენტარი გაუკეთა. ასევე, "სამეფო კლუბიდან" წასვლის მიზეზებზე ისაუბრა...

ცვლილებებზე

"ეს ცხოვრებაში რთული ცვლილებები იყო, მაგრამ მთლიანობაში სხვა გუნდში გადაბარგებით კარგი გამოცდილება და ახალი მოტივაცია მივიღე. სიტუაცია არცთუ ისე კარგი იყო. მუდმივად მაკრიტიკებდნენ და რა თქმა უნდა, ამოსუნთქვა მჭირდებოდა. ბედნიერი ვარ და ვფიქრობ, ეს სახეზეც მეტყობა".

ახალ "რეალზე"

"გუნდი საინტერესო ფეხბურთელებით გაძლიერდა და ხიხონის "სპორტინგთან" ყაიმის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. ისე უნდა ითამაშონ, როგორც "ბეტისთან" იყო და ორქულიანი ჩამორჩება შეინარჩუნონ, მაგრამ ორი ტურის შემდეგ გუნდის განსჯა არ ღირს. წინ კიდევ ბევრი მატჩია".

დავიდ დე ხეას სიტუაციაზე (ინტერვიუ 31 აგვისტოსაა ჩაწერილი - ავტ.)

"ვიმედოვნებ, დავიდისთვის ყველაფერი საუკეთესოდ ჩაივლის. ის შესანიშნავი ადამიანი და დიდებული მეკარეა. დე ხეა რთულ სიტუაციაშია. თუმცა, საუკეთესოს იმსახურებს. იმედი მაქვს, ის მისთვის ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს".

ჩემპიონთა ლიგის ფინალზე

"ვიმედოვნებ, "სან-სიროზე" გასამართ ფინალში "პორტუ" გავა და "რეალის" წინააღმდეგ თამაშს შევძლებ" (იცინის).
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.
კომენტარები (1)
Offline Offline jinjo 2 სექტემბერი 2015 22:36
"ვიმედოვნებ, "სან-სიროზე" გასამართ ფინალში "პორტუ" გავა და "რეალის" წინააღმდეგ თამაშს შევძლებ" (იცინის). ikerrrrrrrr
          1

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.