რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » ასენსიო: ""სამეფო კლუბს" კარგად მოვერგე"

ასენსიო: ""სამეფო კლუბს" კარგად მოვერგე"

4-09-2015, 00:19
ავტორი: ZZ
ნახვა: 709
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ასენსიო: ""სამეფო კლუბს" კარგად მოვერგე"
"ესპანიოლში" არენდით გადაბარგებული მარკო ასენსიოს ინტერვიუ...

"რეალში" გადაბარგებაზე

"ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში მოვხვდი. ყველაფერი სულ სხვა, ახალი იყო, მაგრამ ვფიქრობ, "რეალს" კარგად მოვერგე, ადაპტაცია არ გამჭირვებია. მადრიდულ გრანდში დებიუტი მქონდა - ეს შესანიშნავია! ყველაფერი მალევე შეიცვალა, მაგრამ ასეთ დინამიურ ტემპს სწრაფად შევეჩვიე. ვცდილობ ყველაფერს მოვწყდე და უბრალოდ ფეხბურთზე მოვახდინო კონცენტრირება".

მრავალი წინადადების მიუხედავად, რატომ აირჩიე "ესპანიოლი"?

"ამ საკითხს ჩემი აგენტი წყვეტდა. მე მადრიდის "რეალში" თამაშზე ვიყავი კონცენტრირებული. არენდით წასვლა რომ ყოფილიყო საჭირო, ამისათვის მზად ვიყავი. ყველა ვარიანტი გავაანალიზე, ჩემს ახლობლებსაც დავუკავშირდი და ჩემი კარიერის გასაგრძელებლად საუკეთესო ადგილი ავირჩიე. ვფიქრობ, "ესპანიოლი" შესანიშნავი კლუბია. აქ განვითარება შემიძლია. კიკო კასილიასა და ლუკას ვასკესს ვესაუბრე. მათ კატალონიურ კლუბზე კარგი რჩევები მომცეს. ასევე, ბარსელონა ძალიან კარგი ქალაქია. აქ თავს კომფორტულად ვიგრძნობ. ვეცდები მაქსიმალურად დავიხარჯო და ნდობა გავამართლო".

ფეხბურთზე

"ფეხბურთს მუდამ სიამოვნებით ვთამაშობდი. როცა მოედანზე ხართ და ყველაფერი გამოგდით, კარიერაც კარგად მიმდინარეობს. ყოველდღიურად ბევრი უნდა იმუშავო, რათა საკუთარი უნარ-ჩვევები განავითარო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია".

რა გითხრათ რაფა ბენიტესმა?

"ბენიტესმა მითხრა, რომ "ესპანიოლის" ძირითად შემადგენლობაში უნდა დავმკვიდრდე, მაქსიმალურად მეტი სათამაშო დრო მქონდეს. მომავალ წელს გამოჩნდება, რა მელოდება წინ. დებიუტს მოუთმენლად ველოდები. არენდაში ჩადებული პუნქტის მიხედვით, "რეალის" წინააღმდეგ ვერ ვითამაშებ. სამაგიეროდ, "რეალ სოსიედადთან" თამაშს შევძლებ. ძალიან მსურს "ესპანიოლის" ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ვიბრძოლო, მაგრამ ჯერჯერობით ამის გაკეთება არ შემიძლია. ძალიან ვღელავ".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.