|
ჟოზე მოურინიოს მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ჟოზე მოურინიომ თავისი შეგირდები შეაქო "ესპანიოლთან" მნიშვნელოვანი გამარჯვების გამო.
"ჩემმა ფეხბურთელებმა ფანტასტიურად იასპარეზეს. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ძლიერ მეტოქესთან, რომელსაც ძალიან კარგი შედეგები აქვს საკუთარ მოედანზე. ჩვენ მეკარე გაგვიძევეს და კიდევ ერთ ფეხბურთელს ჰქონდა ლა ლიგაში დებიუტი. იძულებულნი გავხდით ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ანხელ დი მარია გაგვეყვანა მოედნიდან, რომელსაც მუდამ შეუძლია მეტოქის გაბითურება თავისი სისწრაფით. ასევე დაგვრჩა ორი ცვლილების უფლება. ძალიან ბევრი რამ იყო ჩვენს წინააღმდეგ და ყველა ფიქრობდა, რომ ვერ მოვიგებდით, მაგრამ ეს გავაკეთეთ და დამსახურებულადაც". "ჩემმა ფეხბურთელებმა ძალიან კარგად წაიკითხეს თამაში. ჩაბის ვესაუბრე კასილასის გაძევების შემდეგ და მათ გაიგეს, რაც მსურდა. კარგ მეტოქესთან არ შეგვქმნია პრობლემები, რომელიც სწრაფად და თამაშგარის ზღვარზე თამაშობს". "ესპანურ ფეხბურთში არაფერს წარმოვადგენ, მაგრამ მსურს ჩემი მოსაზრება გამოვთქვა: ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ და პორტუგალიურ კლუბებს, ევროთასების წინ, სამდღიანი დასვენების საშუალება აქვს. იგივე მსურს მოხდეს არამარტო "რეალისთვის", არამედ მთელი ესპანური კლუბებისთვის. სხვა ქვეყნებში კლუბებს ეს უპირატესობა აქვთ და ჩვენ არ გვაძლევენ ამის საშუალებას". "არ ვიცვლი ჩემს მოსაზრებას. ახლა "ბარსელონას" ხუთი ქულით ჩამოვრჩებით. ეს ძალიან მსურდა. "ბარსელონაში" რომ ვიყო, თავს მშვიდად ვიგრძნობდი ასეთი ლიდერობით. მათემატიკურად შეგვიძლია ჩემპიონობა და ამისი უნდა გვჯეროდეს. როცა სხვა ჩემპიონატში სატურნირო ცხრილში ვლიდერობდი, ზეწოლას ვგრძნობდი, მაგრამ ამის შესახებ არაფერს ვამბობდი. ზეწოლა ჩამორჩენის შემდეგ ხდება. ამიტომ, არ უნდა დავუშვათ შეცდომები". "პეპემ ფანტასტიურად ითამაშა და ადებაიორმა სამი ფეხბურთელის მოვალეობა შეასრულა. ადანს მოულოდნელი დებიუტი ჰქონდა და ფანტასტიურად გამოიყურებოდა. ის ვეტერანს ჰგავდა. მინდა მივულოცო ანტონიოს და ყველა ჩვენს გვერდით მყოფ მეკარეს. ასევე მსურს მივულოცო ჩვენს მეკარეების მწვრთნელს, რომელიც საოცრებებს სჩადის. მას მსოფლიოში საუკეთესო მეკარეების მწვრთნელად მივიჩნევ". "ვფიქრობ, მსაჯი არასწორი იყო, როცა კასილასი მოედნიდან გააძევა და პენალტი არ დანიშნა ჩვენს სასარგებლოდ. არ მსურდა ფეხბურთელების დაკარგვა, მაგრამ ის მაინც დიდებული მსაჯია, რომელსაც აქვს შეცდომის დაშვების უფლება. მას არ მოსწონს უწესრიგობა. აი, რატომ მიყვარს ის". ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com ავტორი - Faqo Oo
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ავტორი: LuckY Madridista, თარიღი: 14-02-2011 19:26, კომენტარი: 3376, სიახლე: 297
ავტორი: halamadrid, თარიღი: 14-02-2011 19:32, კომენტარი: 4977, სიახლე: 0
ავტორი: pipita, თარიღი: 14-02-2011 19:43, კომენტარი: 311, სიახლე: 0
ავტორი: davituri_7, თარიღი: 14-02-2011 20:42, კომენტარი: 62, სიახლე: 0
ავტორი: jinjo, თარიღი: 14-02-2011 21:09, კომენტარი: 5439, სიახლე: 0
ავტორი: LuckY Madridista, თარიღი: 14-02-2011 21:13, კომენტარი: 3376, სიახლე: 297
ავტორი: zuknarto, თარიღი: 14-02-2011 22:41, კომენტარი: 735, სიახლე: 56
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE






















--------------------
P.S. iker madloba bayerntan chadenili gmirobistvis!