რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » "რეალში" დენის ჩერიშევის გამოსასყიდი თანხა 200 მლნ. ევროს შეადგენს

"რეალში" დენის ჩერიშევის გამოსასყიდი თანხა 200 მლნ. ევროს შეადგენს

4-09-2015, 02:17
ავტორი: ZZ
ნახვა: 1163
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
"რეალში" დენის ჩერიშევის გამოსასყიდი თანხა 200 მლნ. ევროს შეადგენს
დენის ჩერიშევის ინტერვიუ...

მოგვიყევით, როგორი სიტუაცია გაქვთ "რეალში", რადგან ბოლოს ბევრი ინფორმაცია გავრცელდა. ბოლოს ისიც თქვეს, ბენიტესმა იმიტომ არ გაუშვა, რომ მარცხენა მცველად ხედავსო.

ამის შესახებ მწვრთნელთან არ მისაუბრია. ვფიქრობ, ის მარცხენა ნახევარმცველად მხედავს. დაცვაში თამაშზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. ამ პოზიციისთვის მარსელო, ნაჩო და არბელოა არიან. იქ თამაში ბევრს შეუძლია.

თქვენს თავს მცველად საერთოდ ვერ ხედავთ?

რა თქმა უნდა, თუ სირთულე შეიქმნება, დაცვაში თამაში შემიძლია, მაგრამ შეტევაში თავს კომფორტულად ვგრძნობ.

თქვენ ჯერ კიდევ ანჩელოტი გთავაზობდათ დაცვაში თამაშს. მაინც ხომ არ დაფიქრდებოდით ამპლუის შეცვლაზე?

არა. მუდამ შეტევაში თამაში მსურდა და ჩემი აზრი არ შეცვლილა.

სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. ყველაზე მეტად რა გსურდათ: "რეალში" დარჩენა თუ წასვლა?

მე თამაში მსურს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ახლა კლუბში არცთუ ისე მარტივი სიტუაციაა, რადგან იმ პოზიციაზე ვასპარეზობ, რომელზეც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს და რა თქმა უნდა, მეტი სათამაშო დროის მიღება მსურს. მწვრთნელმა და კლუბმა მითხრეს, რომ მენდობიან და კლუბს ვჭირდები. საკუთარ შანსს დაველოდები, რათა ის გამოვიყენო.

საკუთარი თავი ინგლისში წარმოგიდგენიათ? ბოლო პერიოდში ესპანეთიდან ნისლიან ალბიონზე ბევრი ფეხბურთელი გადადის.

ახლა "რეალის" ფეხბურთელი ვარ და კლუბს პატივი უნდა ვცე. "რეალში" თამაში მსურს. ეს მთელი ცხოვრების ოცნებაა, მაგრამ ვფიქრობ, ფეხბურთელი, როცა მას სათამაშო დრო აქვს, ნებისმიერ ჩემპიონატს მიეჩვევა.

მამასთან ერთად "სევილიაში" წასვლის ვარიანტი საერთოდ არ ყოფილა?

არა. მათ კონოპლიანკა გადაიბირეს და მისით კმაყოფილნი არიან. წარმატებები მათ.

რუსეთიდან ინტერესი იყო?

დიახ, კლუბები მუდმივად ინტერესდებოდნენ, მაგრამ ამ ზაფხულს ფაქტიურად არაფერი ყოფილა. რუსულ კლუბებში გადაბარგება არც მე მსურდა. ევროპაში ასპარეზობის სურვილი მაქვს.

თქვენს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა მართლა 200 მლნ. ევროა?

დიახ.

და ასე როგორ გამოვიდა? ეს ხომ კოლოსალური თანხაა.

ნუ, კლუბმა ასე გადაწყვიტა. მე არაფერი ვიცი. ეს მათ უნდა ჰკითხოთ.

მაგრამ თქვენ ამას რატომ დათანხმდით?

როგორც ჩანს, "რეალს" არ სურდა ვინმეს გადავებირებინე.
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.