რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » დე ხეას "იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივება კვლავ არ სურს

დე ხეას "იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივება კვლავ არ სურს

4-09-2015, 14:05
ავტორი: ZZ
ნახვა: 669
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
დე ხეას "იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივება კვლავ არ სურს
მაგრამ აგენტი საპირისპიროს ურჩევს...

დავიდ დე ხეა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელთა საქციელით აღშფოთებულია. გოლკიპერი თვლის, რომ "ემიუმ" მისი "სამეფო კლუბში" გადაბარგება განგებ ჩაშალა, რათა შემდეგ მისთვის ახალი კონტრაქტი თავიდან შეეთავაზებინა.

დე ხეას ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება ახლაც არ სურს, მაგრამ თავისი აგენტი ჟორჟე მენდეში საპირისპიროს ურჩევს, რადგან 24 წლის ესპანელ გოლკიპერს მხოლოდ კონტრაქტის გახანგრძლივება დაეხმარება "წითელი ეშმაკების" სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებაში.

ეს ინფორმაცია ბრიტანულმა პრესამაც დაადასტურა. მენდეში "იუნაიტედის" ხელმძღვანელობასთან აქტიურ კონტაქტშია.

ცეცხლზე ნავთი ესპანეთის ნაკრების თავკაცმა, ვისენტე დელ ბოსკემაც დაასხა, რომლის თქმითაც, სათამაშო პრაქტიკის გარეშე, დავიდს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების მცირე შანსი ექნება.
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.