MADRIDISTA.GE

Real Madrid News

სებალიოსი: "ჩემი "რეალში" გადაბარგება უბრალოდ ჭორი იყო"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 5-09-2015, 00:10
სებალიოსი: "ჩემი "რეალში" გადაბარგება უბრალოდ ჭორი იყო"

ფეხბურთელი მადრიდის "რეალში" გადაბარგების შესაძლებლობას გამორიცხავს...

ბოლო პერიოდში პრესა "ბეტისის" ნახევარმცველ დანი სებალიოსს მადრიდის "რეალში" გადაბარგებას უწინასწარმეტყველებდა. მან ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა და თითქოს "სამეფო კლუბში" გადაბარგებასთან ერთი ნაბიჯი აშორებდა. თუმცა, თავად სებალიოსმა "რეალთან" (0:5) მარცხის შემდეგ გადაწყვიტა ყველაფრისთვის ნათელი მოეფინა.

"მე "ბეტისში" დარჩენა და ჩემი გულშემატკივრებისთვის თამაში კიდევ დიდი ხნით მსურს. ყველაფერი, რაც ჩემს "რეალში" გადაბარგებას უკავშირდებოდა, უბრალოდ ჭორია. ნამდვილად სევილიურ კლუბში თამაში მსურს. ჩემი გუნდის გულშემატკივართა სიყვარული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. "ბეტისისთვის" და ამ გნუდის მაისურისთვის მუდამ 100%-ით ვიხარჯებოდი" - განაცხადა სებალიოსმა.

დანის გადაბირება მხოლოდ "რეალს" არ სურდა. ფეხბურთელით ინგლისის პრემიერლიგის კლუბებიც ინტერესდებოდნენ. თუმცა, სებალიოსმა ყველა ინფორმაცია უარყო.

ვან გაალი დე ხეას "რეალში" გადაბარგებას არ გამორიცხავს

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი ლუი ვან გაალი, დავიდ დე ხეას მადრიდის "რეალში" გადაბარგებას არ გამორიცხავს......

აგუერომ "რეალში" შესაძლო გადაბარგება უარყო

"მანჩესტერ სიტის" არგენტინელმა ფორვარდმა მადრიდის "რეალში" შესაძლო გადაბარგება კვლავ უარყო......

მოურინიო: "ჩემთვის "რეალში" დაბრუნება არ შემოუთავაზებიათ"

ლონდონის "ჩელსის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მას ფლორენტინო პერესი დაუკავშირდა და მადრიდის "რეალში" დაბრუნება შესთავაზა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

05.05.2019 18:15


1 - 0

28.04.2019 22:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.