რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » ხამეს როდრიგესი - "რეალის" ახალი ზარბაზანი

ხამეს როდრიგესი - "რეალის" ახალი ზარბაზანი

6-09-2015, 04:42
ავტორი: ZZ
ნახვა: 1174
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ხამეს როდრიგესი - "რეალის" ახალი ზარბაზანი
მადრიდის "რეალში" არცთუ ისე დიდი ხნის გადაბარგებული ხამეს როდრიგესი უკვე სტანდარტული მდგომარეობების უბადლო ოსტატად ითვლება. "სამეფო კლუბი" ამით მუდამ გამოირჩეოდა. ხამესის მარცხენა ფეხი ნამდვილად ჯადოსნურია. კოლუმბიელი მისი დახმარებით საოცრად ზუსტ გადაცემებს აკეთებს, მეტოქეებს კოხტად ატყუებს და ჯარიმიდან ყუმბარისებურ დარტყმებს ანხორციელებს...

ლა ლიგის წინა ტურში მან "ბეტისს" გაუტანა ჩინებული გოლი, რომლის კარსაც ანტონიო ადანი იცავდა. ბურთი კარში 90 კმ/სთ სიჩქარით შეფრინდა. ნათელია, რომ ხამესის სახით "რეალმა" საჯარიმო დარტყმების უბადლო შემსრულებელი მიიღო, რომელსაც ღირსეულად შეუძლია დადგეს ისეთი ოსტატების გვერდით, როგორებიც იყვნენ და არიან ფერნანდო იერო, რობერტო კარლოსი, ლუიშ ფიგუ, დევიდ ბექჰემი, კრიშტიანუ რონალდუ და გარეთ ბეილი.

ახლა რაფა ბენიტესი თავისი გუნდის შემადგენლობაში სტანდარტული მდგომარეობების ოსტატების სიმცირეზე ნამდვილად ვერ დაიჩივლებს. "ბეტისთან" გატანილი გოლის შემდეგ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საჯარიმო დარტყმების აღიარებულ ოსტატებს, კრიშტიანუ რონალდუსა და გარეთ ბეილს, ხამეს როდრიგესიც შეემატა. თუმცა, გუნდში ასევე არიან ფეხბურთელები, რომლებიც კარგ დარტყმას ფლობენ: ტონი კროოსი, ისკო, ლუკა მოდრიჩი, სერხიო რამოსი და დანილო. თითოეულ მათგანს საჭიროების შემთხვევაში საჯარიმო დარტყმის სახიფათოდ შესრულება შეუძლია.

გარეთ ბეილის მადრიდის "რეალში" გადაბარგებამდე ჯარიმების უდავო მეფე რონალდუ იყო. პორტუგალიელს ყველა ტურნირზე სტანდარტული სიტუაციიდან 26 გოლი აქვს გატანილი. ის "სამეფო კლუბში" ამ მაჩვენებლით საუკეთესოა. თუმცა, ბოლო სეზონებში პორტუგალიელი ამ ასპექტში ძველებურად შედეგიანი არაა. ბეილმა ჯარიმიდან 4 გოლი გაიტანა, ხამესმა კი, რომელიც მადრიდულ გრანდში გასული სეზონიდან ასპარეზობს, უკვე 3 გოლი ჩაიწერა აქტივში. კოლუმბიელს ლა ლიგაში 50%-იანი სიზუსტე აქვს: მან საჯარიმო დარტყმა 4-ჯერ შეასრულა და 2-ჯერ გაიტანა. გასულ სეზონში "ხეტაფეს" კარი აიღო, წელს კი "ბეტისის".

2002/03 წლების სეზონიდან მოყოლებული, ლა ლიგაში ჯარიმიდან გოლის გატანა "რეალის" 15-მა ფეხბურთელმა მოახერხა. ესენი არიან: ხამეს როდრიგესი, კრიშტიანუ რონალდუ, გარეთ ბეილი, რობერტო კარლოსი, დევიდ ბექჰემი, უესლი სნეიდერი, ლუიშ ფიგუ, გუტი, მესუთ იოზილი, ხოსე ანტონიო რეიესი, კაკა, სერხიო რამოსი, რაფაელ ვან დერ ვაარტი, რაული და ჟულიო ბაპტისტა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.