MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ჩერიშევის ბოლო შანსი

კატეგორია: სიახლეები თარიღი: 7-09-2015, 19:07
ჩერიშევის ბოლო შანსი

რუს ნახევარმცველს შანსი მიეცემა...

მადრიდის "რეალის" ბოლო შენაძენებზე თუ გავამახვილებთ ყურადღებას, დავინახავთ, რომ კლუბმა აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა. გუნდის ახალწვეულებს - მარკო ასენსიოსა და ხესუს ვალიეხოს, ან არენდიდან დაბრუნებულ ლუკას ვასკესსა და დენის ჩერიშევს დანი კარვახალის გზის განმეორება თავისუფლად შეუძლიათ.

რაც შეეხება ჩერიშევს, მან ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება უკვე მიიღო, როცა არენდით იასპარეზა ჯერ "სევილიაში", შემდეგ კი "ვილიარეალში". ამ გუნდებში რუსი ფეხბურთელი შესანიშნავ თამაშს აჩვენებდა. თუმცა, ხშირმა ტრავმებმა მას თავისი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენის საშუალება არ მისცა.

მიუხედავად ამისა, განვლილ ზაფხულს დენისის გადაბირებით ბევრი კლუბი ინტერესდებოდა, მაგრამ რაფა ბენიტესმა კანტერანოს გუნდში დატოვება გადაწყვიტა. ესპანელი სპეციალისტი 24 წლის ჩერიშევს ენდობა და ამას ისიც ადასტურებს, რომ ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 200 მლნ. ევროს შეადგენს. ამით თუ ვიმსჯელებთ, რუსი ნახევარმცველი "სანტიაგო ბერნაბეუზე" დიდი ხნით უნდა დარჩეს.

ფაბიუ კოენტრაუ არენდით "მონაკოში" გადაბარგდა. ამიტომ, მარსელოს გარდა გუნდში ნომინალური მარცხენა მცველი არ დარჩა. ჩერიშევს ამ პოზიციაზე ასპარეზობის გამოცდილება უკვე აქვს და არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა დაცვის მარცხენა ფლანგზე კვლავ აღმოჩნდეს: "არიან ფეხბურთელები, რომლებსაც მარცენა ფლანგზე ასპარეზობა შეუძლიათ: ნაჩო და არბელოა, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ეს ჩემთვის პრობლემა არ იქნება".

მას შემდეგ, რაც დენისი გუნდში დარჩა, რაფა ბენიტესმა მას შანსი უნდა მისცეს. თავისი სისწრაფის წყალობით, ჩერიშევს ფლანგზე თამაში შეუძლია. ასევე, მოედნის ცენტრში ან როტაციისას BBC-ს ტრიოდან რომელიმე შეცვალოს. არც მარცხენა მცველის პოზიცია გამოვრიცხოთ, რადგან მარსელოს დასვენება დასჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, დენისს უნივერსალურობამ დიდი სამსახური უნდა გაუწიოს და ის "სამეფო კლუბში" თავის შანსს მიიღებს.

რაფა ბენიტესმა ჩერიშევს გუნდიდან წასვლის საშუალება არ მისცა

El Confidencial-ის ინფორმაციით, რაფა ბენიტესმა დენის ჩერიშევს მადრიდული გრანდის დატოვების საშუალება არ მისცა......

AS: დენის ჩერიშევს გუნდიდან წასვლა სურს

დენის ჩერიშევმა შესაძლოა მადრიდის "რეალი" დატოვოს. რუსი ნახევარმცველი უკვე მეორე მატჩია, რაც განაცხადს მიღმა რჩება. AS-ის ინფორმაციით, ფეხბურთელმა შესაძლოა კარიერა "ვალენსიაში" გააგრძელოს......

ალბერტო მორენო - "რეალის" სიურპრიზი?

ფაბიუ კოენტრაუ არენდით "მონაკოში" გადაბარგდა. გაჩნდა კითხვები, თუ ვინ იქნება მარსელოს შემცვლელი დაცვის მარცხენა ფლანგზე. ბევრი ფიქრობდა, რომ ბრაზილიელის შემცვლელი არბელოა ან ნაჩო იქნებოდა, მაგრამ მოულოდნელად ჰორიზონტზე...

"ვილიარეალი" ჩერიშევის არენდით აყვანას კვლავ შეეცდება

"ვილიარეალის" თავკაც მარსელინო გარსია ტორალს იმედი აქვს, რომ მადრიდის "რეალისა" და რუსეთის ნაკრების ნახევარმცველ დენის ჩერიშევს არენდით აიყვანს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

31.03.2019 23:45


2 - 0

16.03.2019 19:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 27 69 26 63
2 ატლეტიკო 28 39 19 56
3 რეალი 28 49 32 54
4 ხეტაფე 27 36 24 45
5 ალავესი 28 31 31 44
6 სევილია 27 46 36 40




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.