MADRIDISTA.GE

Real Madrid News

გსურთ კანტერანოს კლუბში დაბრუნება?

კი
არა

"რეალი" მორატას მომავალ ზაფხულს დაიბრუნებს

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 7-09-2015, 19:17
"რეალი" მორატას მომავალ ზაფხულს დაიბრუნებს

კლუბი უკვე მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ფიქრობს...

იტალიური პრესა დარწმუნებულია იმაში, რომ მადრიდის "რეალი" 2016 წლის ზაფხულში ტურინის "იუვენტუსიდან" ალვარო მორატას დაიბრუნებს. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, მადრიდელები 2016/17 წლების სეზონის შემადგენლობაზე უკვე ფიქრობენ და გუნდის ერთ-ერთი ახალწვეული სწორედ მორატა გახდება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესმა დირექტორთა საბჭოსთან ერთად აღნიშნული ტრანსფერი შეათანხმა. "რეალმა", რომელმაც 2014 წლის ზაფხულში ესპანელი ფორვარდი "იუვენტუსს" 20 მლნ. ევროს სანაცვლოდ მიჰყიდა, 2015 და 2016 წლების ზაფხულში მისი გამოსყიდვის უფლება დაიტოვა. თუ მადრიდელები მომავალ ზაფხულს მორატას დაიბრუნებენ, 35 მლნ. ევროს გადახდა მოუწევთ.

"სამეფო კლუბი" მორატას დაბრუნების თაობაზე "ბებერ სენიორასთან" მოლაპარაკებების წამოწყებას განვლილ ზაფხულსაც გეგმავდა, მაგრამ ქარიმ ბენზემას, ხესე როდრიგესის, კრიშტიანუ რონალდუსა და გარეთ ბეილის გუნდში ყოლის გამო, რაფა ბენიტესმა ესპანელი ფორვარდის ტრანსფერი აღარ ისურვა.

"რეალი" მორატას დაბრუნების ვარიანტს განიხილავს

მომავალ ზაფხულს ფლორენტინო პერესი ტურინის "იუვენტუსიდან" ალვარო მორატას დაბრუნებას გეგმავს......

მორატამ "რეალს" უპასუხა

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ზაფხულის დაწყებისთანავე ალვარო მორატას ტურინის "იუვენტუსიდან" დაბრუნებას გეგმავს. ესპანელი ფორვარდი "ბებერ სენიორაში" 2014 წლის ზაფხულში 22 მლნ. ევროდ გადაბარგდა, "რეალმა" კი მომდევნო ორი წლის...

ალეგრი: "ახლა მორატას ფასი 70–80 მლნ. ევროა"

ტურინის "იუვენტუსის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ ალვარო მორატას შესახებ ისაუბრა......

ბენიტესი მორატას დაბრუნების მომხრეა

რაფაელ ბენიტესს ტურინის "იუვენტუსიდან" ალვარო მორატას გადმობირების სურვილი აქვს......

"იუვენტუსი" მორატას შესანარჩუნებლად "რეალს" 8 მლნ. ევროს სთავაზობს

ტურინელები ესპანელი ფორვარდის შენარჩუნებას ცდილობენ......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

31.03.2019 23:45


2 - 0

16.03.2019 19:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 27 69 26 63
2 ატლეტიკო 28 39 19 56
3 რეალი 28 49 32 54
4 ხეტაფე 27 36 24 45
5 ალავესი 28 31 31 44
6 სევილია 27 46 36 40




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.