რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » მენდიეტა: "არამგონია დე ხეას "რეალში" გადაბარგების კიდევ ერთი შანსი მიეცეს"

მენდიეტა: "არამგონია დე ხეას "რეალში" გადაბარგების კიდევ ერთი შანსი მიეცეს"

8-09-2015, 00:08
ავტორი: ZZ
ნახვა: 595
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
მენდიეტა: "არამგონია დე ხეას "რეალში" გადაბარგების კიდევ ერთი შანსი მიეცეს"
"ვალენსიასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, გაისკა მენდიეტამ განაცხადა, რომ დავიდ დე ხეას შესაძლოა მადრიდის "რეალში" გადაბარგების კიდევ ერთი შანსი აღარ მიეცეს...

"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი გოლკიპერი "სამეფო კლუბში" გადაბარგებასთან ახლოს იყო, მაგრამ მხარეებმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

"ვნახოთ, რა იქნება შემდეგში. ამ სატრანსფერო საგის შედეგებით ორივე მხარე იმედგაცრუებულია. კლუბები არშემდგარ ტრანსფერში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვფიქრობ, დე ხეას ახლა ძალიან უჭირს. არამგონია მას "რეალში" გადაბარგების კიდევ ერთი შანსი მიეცეს, მაგრამ უახლოეს წლებში დავიდი ესპანეთის საუკეთესო გოლკიპერი ნამდვილად იქნება" - განაცხადა მენდიეტამ.
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.