MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ბეილის აგენტი: "სხვა კლუბებთან მოლაპარაკებები არ გვქონია"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 8-09-2015, 17:51
ბეილის აგენტი: "სხვა კლუბებთან მოლაპარაკებები არ გვქონია"

გარეთ ბეილის აგენტმა, ჯონათან ბარნეტმა Sky Sports-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი კლიენტი მადრიდის "რეალის" დატოვებას არ აპირებს და კარიერის დასრულებას მადრიდულ გრანდში გეგმავს...

"ეს ყველაფერი სულელური ჭორებია. გარეთი "რეალში" ძალიან ბედნიერია და ვიმედოვნებ, ის მადრიდში კარიერის ბოლომდე ითამაშებს. მას ესპანეთის დედაქალაქში ყველაფერი აკმაყოფილებს".

"ბეილი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში იმყოფება და სწორედ ამ გუნდში გახდება ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი".

"კლუბებთან მოლაპარაკებებზე ან კონტრაქტებზე არასდროს ვსაუბრობ, მაგრამ ახლა მინდა ვთქვა, რომ ბეილის სხვა გუნდში გადაბარგების თაობაზე მოლაპარაკებები არ ყოფილა. "რეალში" გასაგებად აღნიშნეს, თუ რას ნიშნავს გარეთი მათი კლუბისთვის".

"ბეილისთვის მომდევნო რამდენიმე წელიწადი საინტერესო იქნება. არამგონია მან სხვა გუნდში ითამაშოს, მაგრამ არასდროს იცი, რა მოხდება. საეჭვოა გარეთი ინგლისს დაუბრუნდეს, მაგრამ ისევ და ისევ, არასდროს იცი, რა მოხდება მომავალში".

"ამ ეტაპზე ის ძალიან ბედნიერია. მას "ოქროს ბურთის" მოგება სურს და "რეალში" მას ამისათვის ყველანაირი შანსი აქვს".

ბარნეტი: "ფლორენტინოს ბეილი ძალიან მოსწონს"

გარეთ ბეილის აგენტის, ჯონათან ბარნეტის თქმით, უელსელს "სამეფო კლუბის" პრეზიდენტთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს......

ხესე: ""რეალიდან" წასვლაზე არასდროს მიფიქრია"

ხესე როდრიგესმა განაცხადა, რომ სხვა გუნდში გადაბარგებაზე არასდროს უფიქრია......

ბენზემას აგენტი: "ქარიმი მადრიდში ბედნიერია და კარიერის დასრულება "რეალში" სურს"

ქარიმ ბენზემას აგენტმა ქარიმ ჯაზირიმ თავისი კლიენტის სხვა კლუბში შესაძლო გადაბარგების თაობაზე ისაუბრა......

ბეილი: "მომდევნო სეზონშიც "რეალში" ვიასპარეზებ"

გასულ სეზონში ბევრი წარუმატებელი თამაშის შემდეგ, 25 წლის გარეთ ბეილის მადრიდული მომავალი ეჭვქვეშ დადგა, მაგრამ უელსელი გუნდში დარჩენას და შეცდომების გამოსწორებას გეგმავს......

რედნაპი: "ბეილი კვლავ მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა"

ლონდონის "ტოტენჰემისა" და "საუთჰემპტონის" ექს–თავკაცმა ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ გარეთ ბეილი კვლავ მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.