რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » მარტინ ედეგორი: "ზიდანი დიდი მწვრთნელია"

მარტინ ედეგორი: "ზიდანი დიდი მწვრთნელია"

9-09-2015, 15:39
ავტორი: ZZ
ნახვა: 529
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
მარტინ ედეგორი: "ზიდანი დიდი მწვრთნელია"
ნორვეგიელმა ტალანტმა ფრანგ მწვრთნელთან მუშაობის შესახებ ისაუბრა...

მარტინ ედეგორი მადრიდის "რეალში" ბედნიერია, რაც ინტერვიუშიც აღნიშნა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომაა კმაყოფილი ზინედინ ზიდანთან მუშაობით:

"ზიდანი დიდი მწვრთნელი და ადამიანია. ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების მიუხედავად, ის მაინც სწავლას აგრძელებს. ზიზუ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ჩემთვის მასთან მუშაობა დიდი პატივია".

"ბენიტესს ვესაუბრე, მაგრამ ახლა იშვიათად ვსაუბრობთ. ჩემი მიზანია საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე და ყოველდღიურად განვვითარდე".


ედეგორი არ ნანობს, რომ მიუხედავად ინგლისის პრემიერლიგის კლუბების მხრიდან გამოჩენილი ინტერესისა, მადრიდის "რეალი" აირჩია:

"ლივერპულში ვიყავი, ორივე მანჩესტერულ კლუბს ვეწვიე. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მე "რეალი" ავირჩიე. ამით ძალიან მოხარული ვარ. ეს საუკეთესო ადგილია იმისათვის, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდე. შესაძლოა ოდესმე ინგლისში გადავბარგდე, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ახლა "სამეფო კლუბის" ფეხბურთელობით ბედნიერი ვარ. "კასტილიაში" 10-ნომრიანი მაისურით თამაში უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებ. ვეცდები ჩემზე გაცემული ავანსები გავამართლო".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.