MADRIDISTA.GE

Real Madrid News

კეილორ ნავასს რეკორდამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

კატეგორია: სიახლეები თარიღი: 9-09-2015, 16:03
კეილორ ნავასს რეკორდამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

კოსტა-რიკელი გოლკიპერი შესაძლოა "სამეფო კლუბის" ისტორიაში შევიდეს...

კეილორ ნავასს მადრიდის "რეალში" პირველი რეკორდის დამყარებამდე 90 წუთი აშორებს. ეს დაუჯერებელია, რადგან ერთი კვირის წინ ის ცალი ფეხით "მანჩესტერ იუნაიტედში" იყო, მაგრამ ახლა მადრიდული გრანდის მაისურით ისტორიას ქმნის.

ლა ლიგის ახალ სეზონში ნავასმა საწყის ორ ტურში კარი "მშრალად" შეინახა. "ესპანიოლთან" მატჩი შესაძლოა ზედიზედ მესამე გამოდგეს, როცა კოსტა-რიკელი გოლს არ გაუშვებს. თუ ეს ასე მოხდება, 1975 წლის შემდეგ პირველი ფაქტი იქნება, როცა "რეალის" გოლკიპერი ზედიზედ სამ შეხვედრაში კარის "მშრალად" შენახვას მოახერხებს.

ბენიტესმა უკვე გასაგებად აღნიშნა, რომ ფსონს კეილორზე აკეთებს. მას შემდეგ, რაც ნავასის "ემიუში" გადაბარგება ჩაიშალა, კლუბმა გადაწყვიტა უპირატესობა კოსტა-რიკელისთვის მიენიჭებინა და ძირითადი გოლკიპერიც სწორედ ის იქნება. ამასთან ერთად, ნავასმა საწყის ორ ტურში თავისი კლასი დაამტკიცა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი "ბეტისთან" მატჩი გამოდგა, როცა კეილორმა სევილიელებს ორი რეალური საგოლე მომენტის გამოყენების შანსი არ მისცა. ახლა მას შანსი აქვს წარმატება გაიმეოროს და "რეალის" ისტორიაში თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწეროს.
Yo soy Madridista 9 სექტემბერი 2015 17:10

shen genacvale keilor... vabshe azrzre arxar ra magra mevasebi :) ikerze naklebi ar unda itamasho shen :) ikeri legendaa realis shen ki misi girseui gamagrdzelbeli :)
pink.floyd 9 სექტემბერი 2015 18:23

ძაან მომწონს ეს მეკერა და მაგრად გამიხარდა რომ დარჩა ^_^

დე ხეას ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, ნავასს "ემიუში" გადაბარგება მაინც სურდა

კოსტა-რიკელი გოლკიპერი ინგლისურ და ესპანურ კლუბებს შორის შეთანხმების ნაწილი იყო......

კეილორ ნავასს "რეალთან" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

მას შემდეგ, რაც დე ხეა-ნავასის ბარტერი ჩაიშალა, კოსტა-რიკელ გოლკიპერს მადრიდის "რეალთან" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს......

დე ხეას ტრანსფერი ჩაშლის პირასაა. ნავასს გუნდის დატოვება არ სურს

კოსტა-რიკელი გოლკიპერი შაბათს ჩატარებული თავისი თამაშით ძალიან კმაყოფილია და რაფა ბენიტესის გუნდში თავის დამკვიდრება სურს......

კეილორ ნავასს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა

კოსტა–რიკელი გოლკიპერი "სამეფო კლუბის" ექიმებმა გამოიკვლიეს......

კონკაკაფის ოქროს თასი – შანსი კეილორ ნავასისთვის

კოსტა რიკელი გოლკიპერი თავის გამოჩენას შეეცდება......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.08.2019 21:00


1 - 3

17.08.2019 19:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.