MADRIDISTA.GE

Real Madrid News

პიკე: "ჩემს სიტყვებს არ ვნანობ. "რეალი"-"იუვენტუსის" მატჩს ბუფონის მაისურით ვუცქირე"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 10-09-2015, 16:33
პიკე: "ჩემს სიტყვებს არ ვნანობ. "რეალი"-"იუვენტუსის" მატჩს ბუფონის მაისურით ვუცქირე"

კატალონიის "ბარსელონას" ცენტრბექმა ესპანელი ქომაგების საქციელზე კომენტარი გააკეთა...

"ბედნიერი ვარ და ცხოვრებას პოზიტიურად ვუყურებ. გუშინ სოკოს საკრეფად ვიყავი და სამი კალათი შევაგროვე".

"ვფიქრობ, გულშემატკირები ნაკრების თამაშების დროს "ბარსელონასა" და "რეალს" შორის მეტოქეობის გამო მისტვენდნენ. ასევე, ამ საკითხზე ჩემი კომენტარის გამო. რამოსმა მაკედონიასთან მატჩის წინ დამიცვა. ახლა ნაკრებში ასპარეზობის დღიდან სერხიოსა და ჩემს შორის საუკეთესო ურთიერთობაა".

"ტრიბუნებიდან წამოსული ნეგატივი უფრო გუნდზე მოქმედებდა, ვიდრე ჩემზე, მაგრამ ასეთია გულშემატკივართა ხვედრი და მათ ამის სრული უფლება აქვთ. ესპანეთის ნაკრებში მუდამ მაქსიმალურად დავიხარჯები".

"ჩემს სიტყვებს არ ვნანობ. "რეალი"-"იუვენტუსის" მატჩს ბუფონის მაისურით ვუცქირე და მსურდა, რომ მადრიდული გუნდი დამარცხებულიყო. ამ საკითხზე აზრის შეცვლას არ ვაპირებ. "რეალისა" და "ატლეტიკოს" მატჩის წინ კასილასს ვუთხარი: "იმედი მაქვს, ოთხ გოლს გაუშვებ". ასეც მოხდა და დღემდე ამ ამბავს სიცილით ვიხსენებთ".

"თავი არ უნდა გავიმართლო, რადგან ცუდი არაფერი მითქვამს. კატალონიისა და ესპანეთის ურთიერთობაზე ხუმრობა არასწორი იქნება, მაგრამ ჩემი ყველა ხუმრობა "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირებაზე იყო მიმართული. შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია".

"როცა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გულშემატკივრები "ბარსელონას" ფეხბურთელებს უსტვენენ, ჩემთვის ეს სიმფონიასავით ჟღერს".

რონალდუ: "არ მეგონა, თუ პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდებოდი"

პორტუგალიელის ინტერვიუ თავისი კარიერის დასაწყისზე......

დელ ბოსკე: "კასილასსა და დე ხეას შორის კარგი ურთიერთობაა"

იკერ კასილასსა და დავიდ დე ხეას შორის კონფლიქტი არ არსებობს. ამის შესახებ ესპანეთის ნაკრების თავკაცმა, ვისენტე დელ ბოსკემ ისაუბრა......

ხედირა: "მტკივნეულია, როცა მესმის, რომ "რეალი" ფულის გამო დავტოვე"

ტურინის "იუვენტუსის" ახალწვეულმა სამი ხედირამ განაცხადა, რომ მადრიდული გრანდი ფულის გამო არ დაუტოვებია......

ჩიჩარიტო: ""რეალმა" ჩემს გამოსყიდვაზე უარი თქვა"

"ემიუს" მექსიკელმა ფორვარდმა გამოცემა AS–ს ინტერვიუ მისცა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

31.03.2019 23:45


2 - 0

16.03.2019 19:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 27 69 26 63
2 ატლეტიკო 28 39 19 56
3 რეალი 28 49 32 54
4 ხეტაფე 27 36 24 45
5 ალავესი 28 31 31 44
6 სევილია 27 46 36 40




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.