რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » კარვახალი: "რონალდუ ლიდერია როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ"

კარვახალი: "რონალდუ ლიდერია როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ"

10-09-2015, 22:22
ავტორი: ZZ
ნახვა: 674
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
კარვახალი: "რონალდუ ლიდერია როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
დანი კარვახალმა Cadena COPE-ს ინტერვიუ მისცა...

იკერ კასილასზე

"მისი სხვა კლუბის მაისურში ხილვა საკმაოდ უცნაურია. იკერის "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაბრუნება სასიამოვნო იქნებოდა".

კრიშტიანუ რონალდუზე

"კრიშტიანუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. რონალდუ ლიდერია როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც გუნდისთვის მაქსიმალური სარგებელი მოაქვთ".

"რეალზე"

"თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად დიდია ეს კლუბი. ზაფხულში ჩემს მეგობარ გოგონასთან ერთად ტაილანდში ვიყავი და ხალხმა მიცნო. ტაილანდში! მე არც კრიშტიანუ ვარ, არც სერხიო...".

რაფა ბენიტესზე

"ბენიტესმა "სპორტინგთან" და "ბეტისთან" მატჩებში სასტარტო შემადგენლობა გასახდელში დაასახელა. მირჩევნია მსგავსი საკითხები უფრო ადრე გავიგო, რათა მორალურად მოვემზადო, მაგრამ ყველა მწვრთნელს სხვაგვარად იქცევა".
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.